09:08 25 თებერვალი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0355
  • 100 RUB4.5065
  • USD3.3198
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (299)
481 0 0

ქართველი ხალხი არ ეგუება გაყალბებულ არჩევნებს და ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები, აცხადებენ აქციის მონაწილეები

თბილისი, 20 იანვარი – Sputnik.  სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან ახალგაზრდული ორგანიზაცია  „მოძრაობა საქართველოსთვის" ინიციატივით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

თბილისიდან ჩასულ სამოქალაქო აქტივისტებს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებიც შეუერთდნენ – ისინი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და რიგგარეშე არჩევნების გამართვას მოითხოვენ. ისინი ადმინისტრაციის შენობასთან კარვის გაშლას გეგმავენ.

Акция протеста перед зданием администрации в Зугдиди
photo: Sputnik / Nika Lataria
საპროტესტო აქცია ზუგდიდში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან

„დღევანდელი აქცია ტარდება „მოძრაობა საქართველოსთვის" ეგიდით. ჩვენ კარავი დავდგით თბილისში პარლამენტთან და ვაპროტესტებთ ყველა იმ უსამართლობას, რაც ხდება ქვეყანაში. გადავწყვიტეთ, რომ მოძრავი კარავი დღეს აქ დავდგათ. ყველა იმ ადამიანს, რომელსაც აქვს პროტესტის განცდა, შეუძლია მოვიდეს ამ კარავთან",- განაცხადა აქციის ერთ–ერთმა მონაწილე ირაკლი კვარაცხელიამ.

გავრცელებული ინფორმაციით, დღის ბოლოს აქტივისტები სამოქალაქო კოალიციის დაფუძნებას გეგმავენ. 

Акция протеста перед зданием администрации в Зугдиди
© photo: Sputnik / Nika Lataria
საპროტესტო აქცია ზუგდიდში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან

საპროტესტო აქციის მონაწილეთა განცხადებით, ბათუმის, თბილისისა და თელავის მსგავსად, საპროტესტო კარვების დადგმა სხვადასხვა ქალაქებში იგეგმება.

სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნიის  შენობასთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

პოლიტიკური კრიზისი საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. არჩევნების შედეგებით „ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლება შეინარჩუნა. ამით უკმაყოფილო ოპოზიციური პარტიების უმეტესობა რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვს. პარლამენტში გასული რვიდან ექვსი ოპოზიციური პარტია უარს აცხადებს სადეპუტატო მანდატებზე.

ოპოზიციური პარტიებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოს მასშტაბით საპროტესტო აქციებს ამ დრომდე მართავენ.

ნიკა ლატარია

 

თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (299)

მთავარი თემები