Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„მიყვარხარ...“ - ასე აღნიშნეს ნინი გოგიჩაიშვილმა და მისმა შეყვარებულმა ერთად ყოფნის იუბილე

© photo: Nini Gogichaishvili / FBნინი გოგიჩაიშვილი
ნინი გოგიჩაიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნინი გოგიჩაიშვილი სიყვარულის ნაპერწკლებს აფრქვევს. ნინიმ შეყვარებულის ნაჩუქარი თაიგული გაასაჯაროვა.

ამ უმშვენიერესი მოდელის გარშემო მითქმა-მოთქმა არ ნელდება. გოგიჩაიშვილების ოჯახის უმცროსი წევრი შეყვარებულია. მიუხედავად იმისა, რომ მოდელს მეორე ნახევარი სულ უფრო და უფრო ხშირად ანებივრებს, ის საყვარელი მამაკაცის გამოჩენას არ ჩქარობს.

ჯერ კიდევ თვეების წინ ნინი, მისი ტელეწამყვანი და მხატვარი და ნანუკა და ნანუკას მეუღლე დასასვენებლად საზღვარგარეთ იყვნენ. ნინი იქ რჩეულ მამაკაცთან ერთად იმყოფებოდა, თუმცა, როგორც ჩანს, მას კამერების წინაშე პოზირება არ ხიბლავს.

ნინი გოგიჩაიშვილი საყვარელი მამაკაცის მიერ ნაჩუქარ თაიგულებს ფოტოებს უღებს და სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს. ამჯერად მოდელმა „ინსტაგრაის“ „სთორიზე“ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ვარდების თაიგულზე რიცხვი „19“-ია გამოკვეთილი. სავარაუდოდ, სწორედ 19 იანვარს გაიცო წყვილმა ერთმანეთი და მათ ურთიერთობის იუბილე აქვთ.

ასე მალავდა შეყვარებულს ნინის უფროსი დაც ნანუკა გოგიჩაიშვილი მანამ, სანამ სოციალურ ქსელში „ზარაფხანის“ მფლობელისა და მოდელის ერთობლივი სურათები აქტიურად არ გავრცელდა. ნინი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) კურსდამთავრებულია. გოგონა ირჩევს ცხოვრების აქტიურ რიტმს და ურთიერთობას ადამიანებთან, ვისგანაც ბევრი რამის სწავლა შეიძლება. გოგიჩაიშვილი თავს შრომისმოყვარე პიროვნებად მიიჩნევს და მისთვის წარმატების ფორმულა სწორედ საკუთარ თავზე ინტენსიური მუშაობაა.

ნინი გოგიჩაიშვილი ეკრანებზე გამოჩენის შემდეგ სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. თავდაპირველად ტელეწამყვანის ამპლუაში GDS-ის გადაცემა „ბინა 18“-ში გამოჩნდა. მას შემდეგ ნინის გარშემო განვითარებული მოვლენები და კარიერული მისწრაფებები ყველა დაინტერესებულმა კარგად იცის. ამას ისიც განაპირობებს, რომ ულამაზესი და დახვეწილი მოდელი სოციალურ ქსელში გამორჩეული „ინფლუენსერია“, რაც იმას ნიშნავს, რომ მის მიმართ ინტერესი მუდამ იზრდება.

ნინის Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე 79 ათასზე მეტი „ფოლოუერი“ ჰყავს. ვარსკვლავმა თვითიზოლაციის პირობებში ახალი ნიჭი აღმოაჩინა. გარდა იმისა, რომ გატაცებულია სამოდელო სფეროთი, „დიჯეინგით“, ახლა მისი ჰობი კულინარიაა. ახალმა გატაცებამ ნინი გოგიჩაიშვილი კულინარიული მეგაშოუ „მასტერშეფის“ გამოწვევის წინაშე დააყენა, რასაც მოდელი გართულებების გარეშე გაუმკლავდა და საწყის ეტაპზე წინსაფარიც დაიმსახურა.

ყველა ახალი ამბავი
0