საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო

© photo: Sputnik / Alexander Kryazhev / გადასვლა მედიაბანკშისტუდენტები ლექციაზე
სტუდენტები ლექციაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზებით უცხოეთში სწავლა შეწყვიტეს, შესაძლებლობა ეძლევათ სწავლა სამშობლოში გააგრძელონ

თბილისი, 20 იანვარი - Sputnik. საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისათვის რეგისტრაცია დღეიდან იწყება, ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველმა პირებმა რეგისტრაციის თაობაზე 20 იანვრის 09:00 საათიდან 1 თებერვლის 18:00 საათამდე  განცხადებით უნდა მიმართონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს ელექტრონულ მისამართზე  gancxadebebi@naec.ge. 

სტუდენტების აქცია - Sputnik საქართველო
სტუდენტები სწავლის საფასურის შემცირებას და სტატუსის აღდგენას მოითხოვენ

გამოცდისთვის დარეგისტრირება  შეეძლებათ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც სწავლობდნენ ან სწავლობენ საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში და სწავლის პერიოდში ქვეყნის ფარგლებს გარეთ ერთი სემესტრის განმავლობაში მინიმუმ 75 დღე იმყოფებოდნენ.

სტუდენტები მხოლოდ ერთ გამოცდას ჩააბარებენ. გამოცდის წარმატებით ჩაბარება გულისხმობს ტესტისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის (მინიმუმ 23 ქულა) დაგროვებას.

დეტალური ინფორმაცია, ასევე შესავსები განცხადების ფორმა და ტესტის ნიმუში გამოცდის ჩაბარების მსურველებს შეუძლიათ იხილონ აქ.

გამოცდის თარიღისა და ჩატარების ადგილის თაობაზე დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე.

გასულ წელს  საქართველოში სწავლის გაგრძელების უფლება სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლის 22-მა სტუდენტმა მიიღო.

ყველა ახალი ამბავი
0