04:19 26 თებერვალი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0680
  • 100 RUB4.5218
  • USD3.3265
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (272)
86 0 0

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 469-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 249.934-ს მიაღწია.

თბილისი, 20 იანვარი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 469 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 212 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა, განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი შიდა ქართლის რეგიონია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 61, შიდა ქართლი – 34, აჭარა – 33, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 32, ქვემო ქართლი – 31, კახეთი – 25, მცხეთა-მთიანეთი – 20, გურია – 12, სამცხე-ჯავახეთი – 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1.792 პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 236.922-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 14 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 2.987-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 9.999 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 3.576 პაციენტი, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1.712, იმერეთში – 710, აჭარაში – 258.

745 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 217 პირი. აქედან თბილისში – 155, იმერეთში – 25, აჭარაში – 2.

კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 543 ადამიანი. მათ შორის 243 – თბილისში, 218 – აჭარაში, 32 – იმერეთში. ხოლო 5.880 პირი მკურნალობს ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 478 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 232, აჭარაში – 97, იმერეთში – 9.

თვითიზოლაციაში იმყოფება 21.504 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 11.978 პირი, იმერეთში – 2.459, აჭარაში – 1.626.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 469-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 249.934-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (272)

მთავარი თემები