სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 150-მდე შემთხვევა დაფიქსირდა

© photo : National Center for Disease Control and Preventionლაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით მოქმედ საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 45 ადამიანი.

თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. ბოლო 24 საათის განმავლობაში სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით კორონავირუსის 145 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი. 

პირბადით ქუჩაში - Sputnik საქართველო
კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: ბოლო მონაცემებით თბილისი კვლავ პირველ ადგილზეა

რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 77 კოვიდ–პაციენტი, ფოთის ჰოსპიტალში – 40, აქედან ოთხი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. სენაკის კლინიკა „სენამედში“ იმყოფება 39 პაციენტი, მათ შორის მძიმეა ერთი პაციენტის მდგომარეობა. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 14 კოვიდ–ინფიცირებულია მოთავსებული – ორი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. აბაშის „ევექსის“ კლინიკაში მკურნალობს 25 პაციენტი. სენაკის „ლაზიკა მედიში“ კი 33.

გასულ დღე-ღამეში კორონავირუსი 179-მა ადამიანმა დაამარცხა.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 1.550 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 249.465-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

ყველა ახალი ამბავი
0