თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. ბოლო 24 საათის განმავლობაში სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით კორონავირუსის 145 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.
რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 77 კოვიდ–პაციენტი, ფოთის ჰოსპიტალში – 40, აქედან ოთხი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. სენაკის კლინიკა „სენამედში“ იმყოფება 39 პაციენტი, მათ შორის მძიმეა ერთი პაციენტის მდგომარეობა. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 14 კოვიდ–ინფიცირებულია მოთავსებული – ორი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. აბაშის „ევექსის“ კლინიკაში მკურნალობს 25 პაციენტი. სენაკის „ლაზიკა მედიში“ კი 33.
გასულ დღე-ღამეში კორონავირუსი 179-მა ადამიანმა დაამარცხა.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 1.550 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 249.465-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ნიკა ლატარია