08:17 25 თებერვალი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0355
  • 100 RUB4.5065
  • USD3.3198
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (265)
132 0 0

ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა ელექტრონული პლატფორმა, რომლის მეშვეობით დადგინდება, პროცენტულად რამდენი ადამიანი გაივლის ტესტირებას კორონავირუსზე.

თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. მოლებსა და ბაზრობებზე დასაქმებულების კორონავირუსზე პირველ ტესტირებას სახელმწიფო დააფინანსებს, რაც ობიექტების გახსნის წინაპირობაა, განაცხადა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

ბაზრობები 1 თებერვლიდან საქმიანობას განაახლებენ?>>

საქართველოში 1 თებერვლიდან შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა დაიწყება. ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებს უკვე დაევალათ ეტაპობრივი გეგმის შემუშავება. შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ სპეციალისტები ორი კვირის განმავლობაში ისეთ ინდიკატორებს დააკვირდებიან, როგორებიც არის დადებითობის და ინციდენტობის მაჩვენებელი, და ამ შედეგებზე დაფუძნებით გადაწყდება, რა შეზღუდვა მოიხსნება შემდეგ ეტაპზე.

ბექა ფერაძის განცხადებით, დაანონსებულია, რომ 1 თებერვლიდან ბაზრებისა და მოლების ფუნქციონირება განახლდება. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულია ელექტრონული პლატფორმა. ამ პლატფორმაზე დარეგისტრირდებიან ბიზნეს-ობიექტები, მოხდება ტესტირება და ამის საფუძველზე განახლდება მათი საქმიანობა 1 თებერვლიდან. 

ფერაძის თქმით, ეტაპობრივად იმავე მექანიზმებით განხორციელდება სხვადასხვა ღონისძიება ეკონომიკის გახსნის მიმართულებით. „ტესტირება არის დამატებითი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს პრევენციას, რათა დავიცვათ თითოეული დასაქმებული და მოქალაქე, რომელიც ასეთ ობიექტებში მიდის“, – აღნიშნა მან.

მისი განცხადებით, ტესტირება იანვარში განხორციელდება სახელმწიფოს მხრიდან, თებერვლიდან კი სხვადასხვა მექანიზმზე იმსჯელებენ.

„პლატფორმის საშუალებით მოხდება მონიტორინგი – პროცენტულად რამდენი ადამიანი გაიტესტა ამა თუ იმ დაწესებულებაში. ამის საფუძველზე მათ მიმართ იქნება კვოტირება განსაზღვრული და მუდმივი მონიტორინგის მექანიზმებით განვახორციელებთ კონტროლს“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები მოქმედებს, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით იქნება ძალაში. კერძოდ, სავალდებულოა პირბადის ტარება, ასევე იკრძალება ქუჩაში გასვლა 21:00 საათის შემდეგ დილის 5 საათამდე, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია სავაჭრო ცენტრები, სპორტდარბაზები, რესტორნები, კაფე–ბარები და ა.შ.

თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (265)

მთავარი თემები