შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნება – მთავრობა შესაბამის გეგმას შეიმუშავებს

© Sputnik / Alexander Imedashviliქუჩაში პირბადით
ქუჩაში პირბადით - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 110-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 247.915-ს მიაღწია.

თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. საქართველოს ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებს შეზღუდვების მოხსნის ეტაპობრივი გეგმის შემუშავება დაევალათ, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

ბრძოლა COVID-19-თან: რეგულაციების დარღვევის რამდენი ფაქტი გამოვლინდა ბოლო 24 საათში>>

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, თითოეული შეზღუდვის მოხსნის შემდეგ სპეციალისტები ეპიდვითარებას დააკვირდებიან და შემდეგი ეტაპის განხორციელება სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული.

„ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებმა ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა ამ ორი დღის განმავლობაში უნდა შეიმუშაონ. პრინციპში, მონახაზები უკვე არსებობს, რომ ერთბაშად არ გაიხსნას და ერთბაშად არ მოხდეს შემსუბუქება და ეს იყოს ეტაპობრივი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის განცხადებით, რომელიმე ბიზნესის გახსნის შემდეგ სპეციალისტები ერთი ან ორი კვირის განმავლობაში ისეთ ინდიკატორებს დააკვირდებიან, როგორებიც არის დადებითობის და ინციდენტობის მაჩვენებელი და ამ შედეგებზე დაფუძნებით გადაწყდება, რა შეზღუდვა მოიხსნება შემდეგ ეტაპზე.

აშშ. ქუინსი. კორონავირუსის პანდმია - Sputnik საქართველო
როდის დასრულდება კორონავირუსის ეპიდემია – ექსპერტების ახალი პროგნოზები

დღევანდელ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამაც აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში ჩამოყალიბდება შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების დეტალური გეგმა, რომელიც ქვეყანას სიტუაციის სტაბილიზაციის შენარჩუნების საშუალებას მისცემს.

არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები მოქმედებს, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით იქნება ძალაში. კერძოდ, სავალდებულოა პირბადის ტარება, ასევე იკრძალება ქუჩაში გასვლა 21:00 საათის შემდეგ დილის 5 საათამდე, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია სავაჭრო ცენტრები, სპორტდარბაზები, რესტორნები, კაფე-ბარები და ა.შ.

ყველა ახალი ამბავი
0