16:10 26 თებერვალი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0680
  • 100 RUB4.5218
  • USD3.3265
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (277)
174 0 0

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 780 გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 247.805- ს მიაღწია.

თბილისი, 17 იანვარი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 780 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 332  შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა, განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 9.083 კვლევა, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 4.796, პისიარ-ტესტით – 4.287. შესაბამისად, დადებითი პასუხი ტესტების 8,6%-ის შემთხვევაში დაფიქსირდა.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონია. რეგიონების მიხედვით კი კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:

იმერეთი 100, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 73, შიდა ქართლი - 72, კახეთი - 58, აჭარა - 51, ქვემო ქართლი - 46, მცხეთა-მთიანეთი-  17, გურია - 14, სამცხე-ჯავახეთი - 12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში ინფიცირების 11 853 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა.

აქედან 3 659 ადამიანი მკურნალობს კოვიდ-კლინიკებში, მათ შორის თბილისის საავადმყოფოებში - 1 758, აჭარაში - 309, იმერეთში - 701.

789 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 231 პირი, მათგან თბილისში - 159, აჭარაში - 7, იმერეთში - 27.

კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 649 ადამიანი, მათ შორის 258 - თბილისში, 303 - აჭარაში, 37 - იმერეთში.

ბინაზე ვირუსის მკურნალობის კურსს გადის 7 545 პირი.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 472 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 219, აჭარაში - 106, ხოლო იმერეთში - შვიდი.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 780 გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 247.805-ს მიაღწია. 

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 17 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 2.933-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 1.608 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 232.993-მდე გაიზარდა.

 

თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (277)

მთავარი თემები