შემოსავლების სამსახური: მოგვაწოდეთ ინფორმაცია არაკეთილსინდისიერ კომპანიებზე

© Sputnik / Vladimir Umikashviliთბილისის ქუჩებში. კორონავირუსის პანდემია
თბილისის ქუჩებში. კორონავირუსის პანდემია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში საქართველოს მთავრობამ მოქალაქეებისთვის 2021 წლის იანვრიდან კომპენსაციების ჩარიცხვა დაიწყო. პირები, რომლებმაც სამუშაო დაკარგეს, 1,2 ათასი ლარის ოდენობით ფულად დახმარებას მიიღებენ.

თბილისი, 15 იანვარი – Sputnik. თუ რომელიმე კომპანია თანამშრომელს 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მიზნით შეგნებულად გაათავისუფლებს, მსგავს ფაქტებს შესაბამისი საგამოძიებო სამსახურები შეისწავლიან, განაცხადა „პირველი არხის“ ეთერში შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან დგებუაძემ.

მისი თქმით, შემოსავლების სამსახურში ხდება იდენტიფიცირება – ნამდვილად ჰქონდა თუ არა 2020 წლის განმავლობაში მინიმუმ ორი თვე ხელფასი დასაქმებულს. მხოლოდ იდენტიფიცირების შემდეგ იგზავნება ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროში კომპენსაციის მიღების მიზნით.

„თუ რომელიმე კომპანია კადრულობს და შეგნებულად ათავისუფლებს თანამშრომელს, რათა კომპენსაცია მიიღოს, მოვუწოდებთ ყველას, რომ მოგვაწოდონ ასეთი ინფორმაცია ყველა ამ კომპანიაზე. ეს უკვე შესწავლისა და კვლევის საგანია, რომელსაც დადასტურება სჭირდება“, – განაცხადა დგებუაძემ.
ლარი - Sputnik საქართველო
ვინ მიიღებს 200-ლარიან დახმარებას: დეტალური ინფორმაცია

დგებუაძის თქმით, თვეში 200 ლარს ექვსი თვის განმავლობაში ის ფიზიკური პირები მიიღებენ, რომლებსაც 2020 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით მინიმუმ ორჯერ ჰქონდათ ხელფასი ჩარიცხული, და ამავე დროს თუ 2020 წლის დეკემბერში და 2021 წლის იანვარი-თებერვლის პერიოდში არ აქვთ მიღებული ერთი თვის ხელფასი მაინც.

კომპენსაციის მისაღებად განაცხადებს დამსაქმებლები ელექტრონულად წარმოადგენენ და სერვის-ცენტრში ვიზიტი საჭირო არ არის. ამ ეტაპზე კომპენსაციის მიღების მიზნით 45 ათასი ფიზიკური პირია რეგისტრირებული.

საქართველოს მთავრობამ მორიგი ანტიკრიზისული პაკეტი შეიმუშავა, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობას და ბიზნესს ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი ეპიდსიტუაციის პირობებში დაეხმარება.

ამ გეგმის ფარგლებში საქართველოს მთავრობამ მოქალაქეებისთვის 2021 წლის იანვრიდან კომპენსაციების ჩარიცხვა დაიწყო. პირები, რომლებმაც სამუშაო დაკარგეს, 1,2 ათასი ლარის ოდენობით ფულად დახმარებას მიიღებენ. მათ 6 თვის განმავლობაში ყოველთვიუთრად 200 ლარი ჩაერიცხებათ. ბენეფიციარების სავარაუდო რაოდენობა 125 ათასი ადამიანია, ბიუჯეტში კი ამისათვის 150 მილიონი ლარია გამოყოფილი.

 

ყველა ახალი ამბავი
0