ვინ მიიღებს 200-ლარიან დახმარებას: დეტალური ინფორმაცია

© photo: Sputnik / Stringerლარი
ლარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობამ მორიგი ანტიკრიზისული პაკეტი შეიმუშავა, რომელიც ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარების პირობებში მოსახლეობისა და ბიზნესის მხარდაჭერას ითვალისწინებს.

თბილისი, 8 იანვარი – Sputnik. გადასახადის გადამხდელთა ინტერესებიდან გამომდინარე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური დეტალურად განმარტავს იმ პირთა კატეგორიას, რომლებიც საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის ფარგლებში 2021 წლის იანვრიდან 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად 200–ლარიან დახმარებას მიიღებენ. 

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: ახალი წლიდან მიზნობრივი სოციალური დახმარების ახალი ტალღა იწყება

უწყების ცნობით, ყველა დამსაქმებელმა ყოველი თვის 20 რიცხვის ჩათვლით (განაცხადის როგორც წარდგენისთვის, ასევე დაზუსტებისთვის), 6 თვის განმავლობაში, უნდა წარმოადგინოს იმ პირთა სია, რომლებიც:

ა) დაქირავებით საქმიანობას ეწეოდნენ 2020 წლის იანვრიდან 2020 წლის ნოემბრის ჩათვლით, ნებისმიერ ორ ან მეტ თვეს და ამ პერიოდში იღებდნენ ხელფასს;

ბ) 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში ერთ ან მეტ თვეს არ აუღიათ ხელფასი (მათ შორის, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის/შეჩერების გამო).

ამასთან, 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების უფლება აქვს კორონავირუსის გავრცელების პერიოდში დაზარალებულ დაქირავებულ პირს, რომელიც ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო იმყოფება შვებულებაში.

კომპენსაციის მისაღებად ელექტრონული განაცხადების წარდგენა უნდა მოხდეს თვითდასაქმებულის ან დამსაქმებლის მხრიდან ვებ-გვერდზე eservices.rs.ge.

შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე (https://www.rs.ge/kompensacia) მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება თავად გადაამოწმოს კომპენსაციის მიმღებთა რეესტრი. დაინტერესებული პირი საძიებო სისტემაში პირადი ნომრის, დაბადების თარიღისა და ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდის შეყვანის შემდეგ მარტივად გადაამოწმებს, უკვე წარმოადგინა თუ არა მონაცემები დამსაქმებელმა.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებული პირები უნდა დაუკავშირდნენ შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს 2 299 299.

უწყება მოუწოდებს კომპანიების წარმომადგენლებს, მიზნობრივი სოციალური დახმარებით სარგებლობისთვის დროულად მიაწოდონ უწყებას ზუსტი ინფორმაცია.

შემოსავლების სამსახური ამოწმებს, აკმაყოფილებს თუ არა პირი მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული კომპენსაციის გაცემის პირობას და სამი დღის ვადაში შესაბამის ინფორმაციას დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს უგზავნის, რომელიც კონკრეტულ პირებს, თავის მხრივ, სამი დღის ვადაში თანხას ჩაურიცხავს.

კომპენსაციის გაცემის მიზნებისთვის დაქირავებულად არ მიიჩნევა და დაქირავებით დასაქმებულის კომპენსაციის მიღების უფლებამოსილება არ აქვს პირს, რომელზეც ფიქსირდება სახელფასო განაცემი საბიუჯეტო ორგანიზაციიდან, საქართველოს ეროვნული ბანკიდან, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოდან, ასევე საწარმოდან, რომლის აქციების/წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკა ან მუნიციპალიტეტი.

ყველა ახალი ამბავი
0