პენიტენციური სამსახური: 46 პატიმრიდან კორონავირუსი ოთხს დაუდასტურდა

© AP Photo / PIERRE-PHILIPPE MARCOUლაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
COVID-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით 2020 წლის მარტიდან პენიტენციურ სამსახურში არაერთხელ შეიცვალა სისტემის მართვის მოდელი და თანამშრომელთა სამუშაო გრაფიკები.

თბილისი, 8 იანვარი – Sputnik. სამოქალაქო სექტორის სპეციალიზებულ კლინიკაში 46 პატიმრიდან ოთხს კორონავირუსი დაუდასტურდა, ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, 46 პატიმარს შორის, რომლებსაც PCR–ტესტირება ჩაუტარდათ, არიან როგორც საკარანტინო სივრცეში მყოფი ახალდაკავებული ბრალდებულები, ისე კლინიკის სპეციალიზებულ ნაწილში მყოფი, სხვადასხვა პენიტენციური დაწესებულებიდან საეჭვო სიმპტომების გამოვლენის შედეგად გადაყვანილი მსჯავრდებულები. 

პულსომეტრი პაციენტის თითზე  - Sputnik საქართველო
ქსნის პენიტენციური დაწესებულების პატიმარი კორონავირუსით გარდაიცვალა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, კოვიდ-ინციფირებულები არიან  N15 პენიტენციური დაწესებულების ორი მსჯავრდებული, ერთი N17 და ერთი N8 დაწესებულების საკარანტინო სივრციდან კლინიკაში გადაყვანილი ახალდაკავებული ბრალდებული, რომელსაც N8 დაწესებულების დანარჩენ კონტინგენტთან კონტაქტი არ ჰქონია.

ყველა ინფიცირებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ისინი სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან და მკურნალობის კურსს სამოქალაქო სექტორის სპეციალიზებულ კლინიკაში გადიან.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ბრალდებულ/მსჯავრდებულების ინტენსიური PCR–ტესტირება 2020 წლის 31 დეკემბერს დაიწყო. რაც შეეხება ციხის თანამშრომლებს, ისინი სამუშაო ადგილებზე აღჭურვილი არიან პირბადით, ხელთათმანებითა და ბახილებით, PCR–ტესტირება უტარდებათ კვირაში ერთხელ, ხოლო სწრაფი ტესტი – 72 საათში ერთხელ.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით პენიტენციურ დაწესებულებებში მკაცრი შეზღუდვები დაავადების პრაქტიკულად პირველივე გამოვლენიდან მოქმედებს. ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, 28 ნოემბრიდან ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს ხანმოკლე პაემნით სარგებლობის შესაძლებლობა, რაც მანამდე დაშვებული იყო, 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით შეუჩერდათ.

ყველა ახალი ამბავი
0