13:48 16 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (43)
69 0 0

კოვიდ-ინფიცირებული სტიქაროსნები სამების საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიას არ დასწრებიან. ისინი ამ ეტაპზე თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

თბილისი, 7 იანვარი – Sputnik. შობის ღამემდე სამების ტაძრის ორ სტიქაროსანს კორონავირუსი დაუდასტურდა. განაცხადა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის ფინანსურმა დირექტორმა ვეფხია ოდიშარიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

კორონავირუსზე ტესტი სამების ტაძრის 130-მდე სასულიერო პირსა და სტიქაროსანს ჩაუტარდა.

ოდიშარიას თქმით, ერთი პირის შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ პაციენტს კოვიდ-ინფექცია უსიმპტომოდ ჰქონდა გადატანილი. ხოლო უშუალოდ კოვიდ-ინფიცირებული სტიქაროსნები შობის ღამეს სამების საკათედრო ტაძარში გამართულ ლიტურგიას არ დასწრებიან.

„როგორც ვიცი, ინფიცირებულები იზოლაციაში არიან და მათ არავითარი სიმპტომი არ ჰქონიათ. ამ საკითხში აქტიურად არის ჩართული საქართველოს საპატრიარქო“, – განაცხადა ვეფხია ოდიშარიამ.

7 იანვრის ღამეს საქართველოს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში საშობაო ღვთისმსახურება ჩატარდა, ის გუშინ, გვიან საღამოს დაიწყო და მთელ ღამეს გაგრძელდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.612-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 235.491-ს მიაღწია.

თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (43)

მთავარი თემები