12:58 17 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
139 0 0

ამ დროისათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტი მფლობელს მსოფლიოს 115 ქვეყანაში ვიზის გარეშე მოგზაურობის უფლებას ანიჭებს

თბილისი,  6 იანვარი — Sputnik. საერთაშორისო კომპანია Henley & Partners–მა მსოფლიო პასპორტების ფასეულობის განახლებული ინდექსი გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველო 51–ე ადგილზე აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ კომპანია ჩამონათვალის შედგენისას ეყრდნობა ისეთ მაჩვენებლებს, როგორებიცაა გადაადგილების თავისუფლება და იმ სახელმწიფოთა რაოდენობა, რომლებშიც კონკრეტული ქვეყნის პასპორტის მფლობელს უვიზოდ მოგზაურობა შეუძლია.

ამ ჯერზე საქართველო მსოფლიო პასპორტების ინდექსში ოთხი პოზიციით ჩამოქვეითდა — გასულ წელს ჩვენი ქვეყანა სიაში 47–ე ადგილზე იყო.

ამ დროისათვის საქართველოს მოქალაქეებს მსოფლიოს 115 ქვეყანაში შეუძლიათ ვიზის გარეშე მოგზაურობა.

მსოფლიოს ყველაზე „ძლიერი“ პასპორტის სტატუსი, რომელიც მფლობელს სხვა ქვეყნებში საერთოდ უვიზოდ მოგზაურობის ან რომელიმე ქვეყანაში შესვლის შემდეგ ვიზის მიღების უფლებას ანიჭებს, კვლავ იაპონურ პასპორტებს ერგო.

ლიდერთა სამეულში ასევე არიან სინგაპური და გერმანია.

რაც შეეხება საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებს, აზერბაიჯანი 76–ე ადგილზე მოხვდა, სომხეთი — 80–ზე, ხოლო რუსეთმა ერთი პოზიციით გაუსწრო საქართველოს და 50–ე  ადგილზე განთავსდა.

შვეიცარიული კონსალტინგური კომპანია Henley&Partners-ის პასპორტების ყოველწლიური ინდექსი აანალიზებს 200-ზე მეტი ქვეყნისა და ტერიტორიის სავიზო წესებს. კომპანია საერთაშორისო ლიდერია საცხოვრებელი ადგილის დაგეგმვის სფეროში. ის სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების მრჩეველია საინვესტიციო მოქალაქეობის პროგრამების შემუშავებასა და დანერგვაში.

 

მთავარი თემები