13:41 16 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
835 0 0

ქვეყანა უნდა მოემზადოს სწორი თავდაცვითი ღონისძიებებისთვის, ასევე არ შეცვლილა ადამიანების წილი პასუხისმგებლობა, რაც გამოიხატება პირბადის ტარებაში, სოციალური დისტანციისა და ჰიგიენის დაცვაში, აღნიშნა კულუმბეგოვმა.

თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. რადგან იმედიანად ვუყურებთ ვაქცინაციას, კორონავირუსის ახალი შტამი, ვფიქრობ, დიდ ეპიდემიოლოგიურ დარტყმას ვერ მოგვაყენებს, განაცხადა ალერგოლოგ–იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „პალიტრანიუსის“ ეთერში და დასძინა, რომ ეს შეიძლება გრძელვადიან პერიოდში მოხდეს.

პაატა იმნაძე: მოსახლეობას კორონავირუსის ახალი შტამის არ უნდა ეშინოდეს>>

საქართველოში გუშინ კორონავირუსის ახალი, ე.წ. ბრიტანული შტამის პირველი შემთხვევა დადასტურდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის ინფორმაციით, გამოვლენილია ინფიცირებულის ყველა კონტაქტი და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

კულუმბეგოვის თქმით, განსაკუთრებულად საგანგაშო მდგომარეობა ქვეყანაში არ გვაქვს, მაგრამ საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის ეს შეიძლება გამოწვევა იყოს.

„სახელმწიფო უნდა ემზადებოდეს სწორი თავდაცვითი ღონისძიებებისთვის, რაც გულისხმობს უფრო მეტი ტესტირებისა და გენომური კვლევის შესაძლებლობას, მეტი ექიმის გადამზადებას. ადამიანების წილი პასუხისმგებლობა არ შეცვლილა – ისევ გვევალება პირბადე, სოციალური დისტანცია და ხელების დაბანა“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

ალერგოლოგ–იმუნოლოგის აზრით, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს არა აქვს ღია საზღვრის პოლიტიკა და არც ევროკავშირისა და შენგენის ზონის ქვეყანაა, უარესი სცენარის შემთხვევაშიც ნაკლებად სავარაუდოა, რომ ახალი შტამი ზაფხულამდე მაინც აქტიურად გავრცელდეს.

„რადგანაც ოპტიმისტურად ვუყურებთ ვაქცინაციას, რომელიც, დარწმუნებული ვარ, გაზაფხულზე რაღაც მასშტაბით დაიწყება, ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით ძალიან დიდ ეპიდემიოლოგიურ დარტყმას ეს კონკრეტული ვარიანტი ვერ მოგვაყენებს“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ვირუსის ახალი სახეობის აღმოჩენის შესახებ 14 დეკემბერს დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა მეტ ჰენკოკმა განაცხადა. ბრიტანეთის ახალი რესპირატორული ვირუსული საფრთხეების საკონსულტაციო საბჭომ დაადასტურა, რომ კორონავირუსის ახალგამოვლენილი შტამი სწრაფად ვრცელდება და მოსახლეობის მხრიდან კიდევ უფრო მეტ სიფრთხილეს მოითხოვს.

ჯანმო: კორონავირუსის ახალი შტამი ევროპის რვა ქვეყანაში აღმოაჩინეს>>

კორონავირუსის ახალი შტამი ევროპის რამდენიმე ქვეყანაშია გამოვლენილი. გარდა ევროპის ქვეყნებისა, „ბრიტანული“ შტამი გამოავლინეს იაპონიაში, ლიბანსა და სხვა სახელმწიფოებში.

მთავარი თემები