08:14 21 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9977
  • 100 RUB4.4864
  • USD3.2982
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
176 0 0

ახალი შტამი, დანარჩენებისგან განსხვავებით, უფრო ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფებში ვრცელდება, ფიქრობენ ჯანმოში

 

თბილისი, 25 დეკემბერი - Sputnik. კორონავირუსის ახალი შტამი ევროპის რვა ქვეყანაშია გამოვლენილი, განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს ხელმძღვანელმა ჰანს კლუგემ.

ვირუსის ახალი სახეობის აღმოჩენის შესახებ 14 დეკემბერს დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა მეტ ჰენკოკმა განაცხადა. ბრიტანეთის ახალი რესპირატორული ვირუსული საფრთხეების საკონსულტაციო საბჭომ დაადასტურა, რომ კორონავირუსის ახალგამოვლენილი შტამი სწრაფად ვრცელდება და მოსახლეობის მხრიდან კიდევ უფრო მეტ სიფრთხილეს მოითხოვს. 

 „ევროპის რეგიონში რვა ქვეყანამ გამოავლინა COVID-19-ის ახალი სახეობა VOC-202012/01. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არსებული დამცავი ზომების გაძლიერება“, - დაწერა კლუგემ თავის Twitter-ის გვერდზე. 

როგორც მან აღნიშნა, აუცილებელია დისტანციის დაცვა, ნიღბების ტარება, ე.წ. „მხარდაჭერის ბუშტებში“ დარჩენა, რომლებიც შეზღუდვების დროს ადამიანების ურთიერთობას უწყობს ხელს და სოციალური იზოლაციის თავიდან აცილების შესაძლებლობას იძლევა.

კლუგემ დასძინა, რომ ახალი შტამი, დანარჩენებისგან განსხვავებით, როგორც ჩანს, ვრცელდება უფრო ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფებში. მისი განმარტებით, აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა, ვიდრე COVID-ის ახალი სახეობის შესწავლა გრძელდება.

გარდა ევროპის ქვეყნებისა, „ბრიტანული“ შტამი გამოავლინეს იაპონიაში, ლიბანსა და სხვა სახელმწიფოებში.

მიუხედავად იმისა, რომ ვირუსის ახალი სახეობა, წინასწარი შეფასებით, 70%-ით უფრო სწრაფად ვრცელდება, ჯერ არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ის უფრო სახიფათოა სიკვდილიანობისა და ჰოსპიტალიზაციის თვალსაზრისით.

ახალი შტამის გამო ზოგიერთმა ქვეყანამ ბრიტანეთთან ავიამიმოსვლა შეაჩერა.

მთავარი თემები