18:13 20 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9801
  • 100 RUB4.4446
  • USD3.2994
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2625)
343 0 0

ცნობილი ესპანური სერიალის გმირები შესაძლოა სალომე ღვინიაშვილი, ნინო ნადირაძე, ანრი ჯოხაძე, ირაკლი მაქაცარია, ნინი ბადურაშვილი და ნოე სულაბერიძე გახდნენ?

მას შემდეგ, რაც „პრაიმშოუ“ მაყურებელს და 2020 წლის სეზონს ცნობილი ესპანური სერიალის „ქაღალდის სახლის“ კლიპით დაემშვიდობა, საზოგადოებაში, როგორც ჩანს, მოლოდინი გაჩნდა, რომ გადაცემის წამყვანები შესაძლოა სერიალის მონაწილეები გახდნენ.

სწორედ ამ საკითხს ეხებოდა პროდიუსერ ნოე სულაბერიძისთვის „ინსტაგრამის“ „სთორიში“ დასმული კითხვა, სადაც ნოეს „ფოლოვერმა“ ჰკითხა, აპირებენ თუ არა გადაცემის შემქმნელები „ქაღალდის სახლის“ ეპიზოდების გადაღებას. „არა, რა თქმა უნდა, ეს ჩვენი საახალწლო ხუმრობა იყო“, – უპასუხა ნოემ.

„პრაიმშოუ“ რამდენიმე წელია ტელეკომპანია „იმედზე“ გადის. მისი პროდიუსერი ნოე სულაბერიძეა, რომელიც ასევე გადაცემის თანაწამყვანია. მასთან ერთად გადაცემა ისეთ ცნობილ ადამიანებს მიჰყავთ, როგორებიც არიან მომღერლები ანრი ჯოხაძე და ნინი ბადურაშვილი, ექიმი ნინო ნადირაძე, მსახიობი ირაკლი მაქაცარია და მოდელი სალომე ღვინიაშვილი.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2625)

მთავარი თემები