Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„პრაიმშოუს“ წამყვანები სერიალ „ქაღალდის სახლში“ ითამაშებენ? – ნოე სულაბერიძის პასუხი

© Photo: Noe Sulaberidze / FBნოე სულაბერიძე სალომე ღვინიაშვილთან და ნინი ბადურაშვილთან ერთად
ნოე სულაბერიძე სალომე ღვინიაშვილთან და ნინი ბადურაშვილთან ერთად - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი ესპანური სერიალის გმირები შესაძლოა სალომე ღვინიაშვილი, ნინო ნადირაძე, ანრი ჯოხაძე, ირაკლი მაქაცარია, ნინი ბადურაშვილი და ნოე სულაბერიძე გახდნენ?

მას შემდეგ, რაც „პრაიმშოუ“ მაყურებელს და 2020 წლის სეზონს ცნობილი ესპანური სერიალის „ქაღალდის სახლის“ კლიპით დაემშვიდობა, საზოგადოებაში, როგორც ჩანს, მოლოდინი გაჩნდა, რომ გადაცემის წამყვანები შესაძლოა სერიალის მონაწილეები გახდნენ.

სწორედ ამ საკითხს ეხებოდა პროდიუსერ ნოე სულაბერიძისთვის „ინსტაგრამის“ „სთორიში“ დასმული კითხვა, სადაც ნოეს „ფოლოვერმა“ ჰკითხა, აპირებენ თუ არა გადაცემის შემქმნელები „ქაღალდის სახლის“ ეპიზოდების გადაღებას. „არა, რა თქმა უნდა, ეს ჩვენი საახალწლო ხუმრობა იყო“, – უპასუხა ნოემ.

„პრაიმშოუ“ რამდენიმე წელია ტელეკომპანია „იმედზე“ გადის. მისი პროდიუსერი ნოე სულაბერიძეა, რომელიც ასევე გადაცემის თანაწამყვანია. მასთან ერთად გადაცემა ისეთ ცნობილ ადამიანებს მიჰყავთ, როგორებიც არიან მომღერლები ანრი ჯოხაძე და ნინი ბადურაშვილი, ექიმი ნინო ნადირაძე, მსახიობი ირაკლი მაქაცარია და მოდელი სალომე ღვინიაშვილი.

ყველა ახალი ამბავი
0