15:47 24 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0228
  • 100 RUB4.4121
  • USD3.3044
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2638)
441 0 0

ნეკა დოროყაშვილი ყოფილ მეუღლეს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდა. ნახეთ რას წერს მოდელი ცნობილ ჩოგბურთელს საჩუქრის შესახებ.

თბილისი, 4 იანვარი – Sputnik. ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის პოსტს, რომელიც მან შვილს მიუძღვნა, 2021 წლის დადგომისთანავე გამოეხმაურა ჩოგბურთელის ყოფილი ცოლი ნეკა დოროყაშვილი.

მოდელმა „ინსტაგრამზე“ მაღაზიათა ქსელ „პეპელაში” შეძენილი საჩუქრის ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ „პეპელა ერთი დღით ცხოვრობს” და ყოფილ ქმარს ვრცლად უპასუხა. მან ბასილაშვილს საჩუქარი დაუწუნა და აღნიშნა, რომ სამწუხაროა, როდესაც მამამ შვილის ინტერესების შესახებ არაფერი იცის და არ იცის შვილს რა აჩუქოს, და თანაც ამბობს, რომ მთელი წლის განმავლობაში აგროვებდა მისთვის საჩუქრებს და ეს ნაგროვები საჩუქრები მხოლოდ ერთ ცელოფნის პარკში ეტევა.

„საინტერესოა ვინ დებს ბავშვის საჩუქარში ქვითარს?! ალბათ წელიწადში ერთხელ გაგზავნილი საჩუქრისთვის ესეც ბევრია და ქვითარი უნდა მენახა, რომ დავრწმუნებულიყავი, ადამიანი შრომობს ჩვენი ბიოლოგიური შვილისთვის. ტყუილს მოკლე ფეხები აქვს! თუ ასე გაგიჭირდა, ანგარიშის ნომერი შემატყობინე და დაგეხმარები. მადლობა ქვითრისთვის, მე დავრწმუნდი, რომ შენ ნამდვილად დახარჯე 237 ლარი, მთელი 2020 წლის განმავლობაში, ყოჩაღ!“ – დაწერა ნეკა დოროყაშვილმა.

მოგვიანებით მოდელმა ფოტო და პოსტი წაშალა და „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ, სამწუხაროდ, საზოგადოების დიდმა ნაწილმა ის გააკრიტიკა მიუხედავად იმისა, რომ სიმართლე მის მხარესაა.

ცნობილი ჩოგბურთელი ცოლს 2020 წელს დაშორდა და ახლა სასამართლომ უნდა დაადგინოს, ძალადობდა თუ არა ის ყოფილ ცოლზე ფიზიკურად, მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით.

ნიკოლოზ ბასილაშვილს მის ოჯახურ სკანდალზე კომენტარი არ გაუკეთებია. ახალი 2021 წლის დადგომამდე მან სოციალურ ქსელში შვილთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და ემოციური პოსტი დაწერა. ბასილაშვილი წერს, რომ მას შვილი ძალიან ენატრება, თუმცა მასთან დარეკვაც კი არ შეუძლია. ბასილაშვილი თავის პოსტში შვილს ასევე წერდა, რომ თოვლის ბაბუას მოტანილ საჩუქრებს კარგად შეინახავდა, მაგრამ ეტყობა ნეკა დოროყაშვილმა სხვაგვარი შინაარსი გამოიტანა.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2638)

მთავარი თემები