Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ვერ გირეკავ, მაგრამ ძალიან მინდა შენი ხმის გაგონება“ - ნიკოლოზ ბასილაშვილის წერილი შვილს

© Facebook / Nikoloz Basilashviliნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნიკოლოზ ბასილაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ წერილს აქვეყნებს, რომელიც შვილის, ლუკასის მისამართითაა დაწერილი

თბილისი, 1 იანვარი – Sputnik. ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი სოციალურ ქსელში მცირეწლოვან შვილს წერილს წერს. სპორტსმენის თქმით, შვილს ვერ ურეკავს, თუმცა ძალიან ენატრება.

ცნობილი ჩოგბურთელი 2013 წელს დაქორწინდა. წყვილს მალე ვაჟი, ლუკასი ეყოლათ, თუმცა აღმოჩნდა, რომ ისინი ერთი წლის წინ დაშორდნენ და რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ ნეკამ ყოფილ მეუღლეს ძალადობისთვის უჩივლა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
ნიკოლოზ ბასილაშვილის საცოლე შეყვარებულს პიკანტურ ფოტოს უქვეყნებს – ფოტო

მაისში საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა. პროკურატურა იძიებს საქმეს, რომლის თანახმად, 2020 წლის 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ყოფილი მეუღლის ნ.დ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა.

სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელა და ის 100 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0