12:35 16 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
1426 0 0

საქართველოში კორონავირუსის ახალ შტამზე რამდენიმე ადამიანს იკვლევდნენ. იმნაძის განმარტებით, ახალი შტამი ძველისგან განსხვავებით მარტივად ვრცელდება, თუმცა არ გააჩნია მეტი სიმძიმე.

თბილისი, 3 იანვარი - Sputnik. საქართველოში კორონავირუსის ახალ შტამზე სამი საეჭვო შემთხვევიდან ორი არ დადასტურდა, ერთის კვლევა კი კვლავ მიმდინარეობს. განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ პირველ არხთან საუბრისას.

პაატა იმნაძის განცხადებით, აღნიშნული კვლევის საბოლოო შედეგი ხვალ გახდება ცნობილი. საქართველოში კორონავირუსის ახალ შტამზე იკვლევდნენ რამდენიმე ადამიანს, რომელთაც ევროპაში მოგზაურობის ისტორია აქვთ.

„საბედნიეროდ, ამ ახალ შტამი უკვე არსებული შტამისგან სიმძიმით არ განსხვავდება, თუმცა უფრო ადვილად ვრცელდება და აღწევს ადამიანის უჯრედში, ამიტომაც მეტად გადამდებია“, - აღნიშნა იმნაძემ.

ვირუსის ახალი სახეობის აღმოჩენის შესახებ 14 დეკემბერს დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა მეტ ჰენკოკმა განაცხადა. ბრიტანეთის ახალი რესპირატორული ვირუსული საფრთხეების საკონსულტაციო საბჭომ დაადასტურა, რომ კორონავირუსის ახალგამოვლენილი შტამი სწრაფად ვრცელდება და მოსახლეობის მხრიდან კიდევ უფრო მეტ სიფრთხილეს მოითხოვს.

კორონავირუსის ახალი შტამი ევროპის რამდენიმე ქვეყანაშია გამოვლენილი. გარდა ევროპის ქვეყნებისა, „ბრიტანული“ შტამი გამოავლინეს იაპონიაში, ლიბანსა და სხვა სახელმწიფოებში.

მიუხედავად იმისა, რომ ვირუსის ახალი სახეობა, წინასწარი შეფასებით, 70%-ით უფრო სწრაფად ვრცელდება, ჯერ არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ის უფრო სახიფათოა სიკვდილიანობისა და ჰოსპიტალიზაციის თვალსაზრისით.

 

 

 

მთავარი თემები