10:11 21 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9977
  • 100 RUB4.4864
  • USD3.2982
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
144 0 0

მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ მედიკოსების შრომა სათანადოდ დაფასებული არაა, საქართველოს საზოგადოება ხედავს მათ მუშაობას და აფასებს მათ

თბილისი, 25 დეკემბერი – Sputnik. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ კოლეგებსა და მთლიანად საქართველოს სამედიცინო საზოგადოებას 2020 წელს თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოში, როგორც მთელს მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე მედიკოსები არიან. მათ ვირუსთან ბრძოლაში 24-საათიანი მუშაობა უწევთ.

„ყველას დიდი მადლობა იმ დაუღალავი შრომისთვის, რასაც თქვენ ეწეოდით ძალიან მძიმე 2020 წელს, თითოეული თქვენგანის შრომა არის შეუფასებელი. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო დაავადებათა კონტროლის ცენტრის დიდ კოლექტივს, რომლებიც იყვნენ, არიან და იქნებიან ყოველთვის წინა ხაზზე ეპიდემიებთან ბრძოლაში“, - მიმართა გამყრელიძემ კოლეგებს.

მისი თქმით, შესაძლოა მედიკოსების შრომა სათანადოდ დაფასებული არ იყო ხელმძღვანელობის მხრიდან, მაგრამ საზოგადოება მათ აფასებს.

„თითოეულმა თქვენგანმა 2020 წელს არ იცოდა დღე და ღამე, თითოეული თქვენგანის შრომა თუ არ არის ჩვენგან, ხელმძღვანელობის მიერ სათანადოდ დაფასებული, ამისთვის ბოდიში, მაგრამ თქვენ ამას გიფასებთ ხალხი, საზოგადოება. ამიტომ მინდა, რომ 2021 წელი თითოეული თქვენგანისთვის იყოს პირველ რიგში ჯანმრთელობის, ბედნიერების, ბევრი სიხარულის და სიკეთის მომტანი, თქვენი ოჯახებისთვის, პირადად თქვენთვის და დავარწმუნოთ ერთმანეთი, რომ ჩვენ ერთად დავამარცხებთ ამ დიდ გამოწვევას, რასაც კორონავირუსული პანდემია ჰქვია“,– აცხადებს ამირან გამყრელიძე.

COVID-19-თან ბრძოლაში ჩართული ყველა რგოლის პერსონალის ანაზღაურება გაიზარდა 50%-ით, რაზეც სახელმწიფომ ჯამში 5 მლნ ლარი გამოყო, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ერთი კვირის წინ განაცხადა.

მედიკოსები კორონავირუსით ინფიცირების კუთხით რისკ-ჯგუფში არიან. უამრავი მათგანი დაინფიცირდა, ბევრი მედიკოსის სიცოცხლე ვირუსმა იმსხვერპლა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.527-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა  227 420-ს მიაღწია.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 282 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 211.727-მდე.

ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 24 ადამიანი  და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 2.505-ს მიაღწია.

მთავარი თემები