13:58 17 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
509 0 0

კანონის თანახმად, მაუწყებლებმა 12 წლამდე არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი პროგრამის განთავსებისგან თავი უნდა შეიკავონ 6-დან 21 საათამდე დღის მონაკვეთში.

თბილისი, 31 დეკემბერი - Sputnik. კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „ფორმულა“ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის დარღვევის გამო 2500 ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ იუწყება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.

ჩცდ-ის „მაქსიმე“ ორსულ შეყვარებულთან ერთად ვარჯიშობს – ვიდეო >>

საუბარია სამაუწყებლო ბადეში არასრულწლოვანებისთვის შეუფერებელი პროგრამის შეუსაბამო დროს განთავსებასა და ასაკობრივი ნიშანდების წესების დარღვევაზე. ამასთან, ტელევიზიას დაევალა დაიცვას ბავშვის უფლებათა კოდექსი და უზრუნველყოს კანონით დადგენილ დროს სათანადო ნიშანდებით სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ ეთერში განთავსება, რათა მოზარდებზე მავნე ზეგავლენა არ მოახდინოს.

ინფორმაციაში ნათქვამია, რომ „ფორმულას“ მიერ კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით ორგანოს მოქალაქე, გ. ყიფიანმა მიმართა.

„კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ მონიტორინგის შედეგად კი დადასტურდა, რომ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებს” მაუწყებლის მიერ მინიჭებული აქვს უნივერსალური კატეგორია მაშინ, როდესაც პროგრამა 12 წლამდე პირებისათვის შეუფერებელ კატეგორიაში ექცევა”, - აღნიშნულია განცხადებაში.

ტელეკომპანია „ფორმულას“ წარმომადგენელმა კომისიის წევრებს გამართულ საჯარო სხდომაზე თხოვნით მიმართა, რომ ჯარიმის ნაცვლად გამოყენებული ყოფილიყო გაფრთხილება. თხოვნის საპასუხოდ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა განმარტება გააკეთა. მან აღნიშნა, რომ ჯარიმის გამოყენება სანქციის სახით ორგანოს სურვილი არასდროს ყოფილა, თუმცა აღნიშნულ დარღვევაზე ფულად ჯარიმას კანონი ითვალისწინებს.

ბექაურის განმარტებით, კომისია ცდილობს, რომ ყველაზე მინიმალური ოდენობის ჯარიმა გამოიყენოს.

„გნებავთ გადაფარვა გამოიყენეთ, გნებავთ ამოჭერით ის მონაკვეთი, სადაც შეურაცხმყოფელი ლექსიკაა, ან დაიცავით საათობრივი ზოლი და 21:00 საათის შემდეგ განათავსეთ ასეთი გადაცემები და გაუკეთეთ სპეციალური ნიშანდება, რომ არ დაარღვიოთ კანონი“, - განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მაუწყებლებმა 12 წლამდე არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი პროგრამის განთავსებისგან თავი უნდა შეიკავონ 6-დან 21 საათამდე დღის მონაკვეთში. ბავშვის უფლებათა კოდექსსა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებები მოზარდებს მაუწყებლებისა და ინტერნეტიდან მომდინარე საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან იცავს, მშობლებს კი, ეძლევათ მოქნილი მექანიზმი შვილები დაიცვან ინტერნეტში არსებული საფრთხეებისგან, რომლებსაც მათ ფსიქიკაზე მავნე ზეგავლენის მოხდენა შეუძლიათ.

 

 

მთავარი თემები