სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების” მსახიობმა ბუბა მირცხულავამ პანდემიის პერიოდში იქორწინა. მან ცოლად სოფო ანდღულაძე შეირთო. წყვილმა ქორწინება ოფიციალურად ოქტომბერში დააკანონა და ხელი მოაწერეს, რამდენიმე დღის წინ კი სოციალურ ქსელში ქორწილის ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნეს.
View this post on Instagram
მსახიობმა ინტერნეტში გააქტიურება მას შემდეგ დაიწყო, რაც სერიალის გადაღებები შეწყდა. კორონავირუსის პანდემიის გამო ჩცდ-ის გადაღებები შეჩერებულია და არავინ იცის როდის განახლდება.
როცა ბაქარის როლზე როცა დაამტკიცეს, 15 წლის იყო, ახლა 22-ის არის. ქალაქში სასწავლებლად ჩამოსული პროვინციელი ბიჭის ცხოვრებაში, რომელმაც თავისი კილოთი და გულუბრყვილობით სერიალის მაყურებელი ეკრანზე გამოჩენისთანავე გაახალისა, ბევრი რამ შეიცვალა. ახლა ბაქარი წარმატებული ბიზნესმენია დიდი გეგმებითა და ბიზნეს-გათვლებით.
View this post on Instagram
მსახიობობა, როგორც ინტერვიუებში ამბობს, სულ უნდოდა, თუმცა ტექნიკურ უნივერსიტეტში პიარის ფაკულტეტზე სწავლობს. „ხასიათითაც „ჩალიჩა“ ტიპი ვარ, აქტიური და ენერგიის დახარჯვა მინდა ხოლმე სულ. ეს პროფესია კი ძალიან ბევრ ენერგიას მოითხოვს. ამიტომაც გადავწყვიტე... ჯერ ვსწავლობ, სამუშაოდ დრო არ მრჩება, ფიზიკურად ვერ გავწვდები“, – ამბობს მსახიობი.