დაავადებათა კონტროლის ცენტრი: საქართველოში გრიპი ჯერ არ დაფიქსირებულა

© Sputnik / STRINGERადამიანები პირბადეებით
ადამიანები პირბადეებით - Sputnik საქართველო
გამოწერა
ასეთი მაჩვენებელი, ერთი მხრივ, გრიპის ვაქცინაციამ, ხოლო მეორე მხრივ მოსახლეობის მიერ უსაფრთხოების წესების დაცვამ გამოიწვია

თბილისი, 31 დეკემბერი – Sputnik. ბოლო სამი კვირის განმავლობაში საქართველოში გრიპით დაავადების არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა, ნათქვამია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

ცენტრის მონაცემებით, В–ტიპის გრიპის დაავადების ერთი შემთხვევა დეკემბრის პირველ რიცხვებში დაფიქსირდა, ხოლო ბოლო კვირები ქვეყანაში რინოვირუსი და კორონავირუსი ცირკულირებს.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კახა კალაძე: M1 კატეგორიის ტაქსის მძღოლები გრიპის ვაქცინაციას უფასოდ ჩაიტარებენ

ცენტრში როგორც აღნიშნავენ, ასეთი მაჩვენებლები გამოიწვია, ერთი მხრივ, გრიპის ვაქცინაციამ და მეორე მხრივ, უსაფრთხოების წესების დაცვამ, მათ შორის, პირბადის ტარების რეჟიმმა.

გრიპის ვირუსი საქართველოში, ჩვეულებრივ, ნოემბერში ჩნდება და პიკს დეკემბერ–იანვარში აღწევს. გრიპის ვირუსისგან თავის დაცვის პრევენციული ზომები ისეთივეა, როგორც კორონავირუსისგან დაცვის – ხელების ხშირი დაბანა, სოციალური დისტანცია, პირბადის ტარება. განსხვავება ისაა, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა და კონკრეტული წამლები არსებობს, კორონავირუსის წინააღმდეგ კი – არა.

გამყრელიძე: სავარაუდოდ, წელს გრიპის აქტიური სეზონი არ გველოდება>>

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პოპულარიზაცია საქართველოს მოსახლეობაში 2014–2015 წლებში დაიწყო. 2018 წელს ქვეყანამ 40 ათასი ვაქცინა შეიძინა, მაგრამ მისი უდიდესი ნაწილი აუთვისებელი დარჩა. გასულ წელს უკვე 100 ათასი შეიძინეს და აქედან მხოლოდ მცირე ნაწილი დარჩა გამოუყენებელი.

ყველა ახალი ამბავი
0