15:47 26 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0147
  • 100 RUB4.3931
  • USD3.3043
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
9610

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ ამირან გამყრელიძეს კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულთან.

თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს ამირან გამყრელიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია ქართულ მასმედიაში ვრცელდება.

გავრცელებული ინფორმაციით, ამირან გამყრელიძე თავს კარგად გრძნობს და რაიმე მძიმე სიმპტომები არ აღენიშნება.

ცენტრში აცხადებენ, რომ ამირან გამყრელიძეს კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულთან.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2.012 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 25 პაციენტი, ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 2.638 ადამიანი.

რაც შეეხება ტესტირებას, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13.451 ტესტირება, მათ შორის, 8.313 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5.138 PCR–ტესტით.

საქართველოში 26 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსის 224.155 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 208.951 გამოჯანმრთელდა, ხოლო 2.443 გარდაიცვალა.

მთავარი თემები