ცერცვაძე: „მოკრძალებულად შეხვდით ახალ წელს“

© Sputnik / Viktor Kaminskyეპიდემია საქართველოში
ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყანაში გართულებული ეპიდვითარების ფონზე თენგიზ ცერცვაძე საახალწლო დღესასწაულებზე მოსახლეობას თავყრილობებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ მოსახლეობას ახალი წლის მოკრძალებულად აღნიშვნისკენ მოუწოდა.

მისი თქმით, ყველას სურს დღესასწაულის განსაკუთრებულად შეხვედრა, მაგრამ ამ ეტაპზე მთელი მსოფლიო ხელმძღვანელობს ერთიანი ლოზუნგით – ახალი წელი შედარებით მოკრძალებული და შეზღუდული იყოს. 

ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო
კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

„საუბარია არა აკრძალვაზე, არამედ თვითიზოლაციაზე. ადამიანებმა თავად უნდა დაიწესონ გარკვეული აკრძალვები. დიახ, ჩვენ ყველას გვიყვარს ახალი წელი, განსაკუთრებით ბავშვებს არ გვინდა ეს დღესასწაული წავართვათ... დღესასწაული ნუ იქნება პომპეზური და ხალხმრავალი და იგი მხოლოდ ოჯახურ გარემოში აღნიშნეთ. არ არის აუცილებელი მობილობის გაზრდა, ერთმანეთთან სტუმრად მისვლა. ამ შემთხვევაში იგი ეპიდვითარებაზე არ იმოქმედებს“, – განაცხადა ცერცვაძემ „პირველი არხის“ ეთერში.

მისი განმარტებით, „ლოკდაუნმა“ დადებითად იმოქმედა ქვეყანაში შექმნილ ეპიდვითარებაზე. ორკვირიანი შეზღუდვების შემდეგ დაავადების რიცხვის მატება შენელდა, ბოლო ორ დღის მანძილზე კი საერთოდ იკლო ინფიცირების შემთხვევებმა.

თუმცა, ცერცვაძემ ყველას მოუწოდებს თავი შეიკავონ წინასწარი გადაწყვეტილებებისა და დასკვნების გამოტანისგან. უქმეებზე ტესტირების რიცხვი მცირდება და, შესაძლოა, ინფიცირებულთა რაოდენობის კლება ამასთანაა დაკავშირებული.

„თუმცა, ფაქტია, რომ რაოდენობა არ იზრდება“, – დასძინა ცერცვაძემ.

ყველა ახალი ამბავი
0