https://sputnik-georgia.com/20201228/gamyrliZe-cnobilia-risk-jgufebi-romlebic-pirveli-aicrebian-250471643.html
გამყრელიძე: ცნობილია რისკ-ჯგუფები, რომლებიც კორონავირუსის ვაქცინით პირველი აიცრებიან
გამყრელიძე: ცნობილია რისკ-ჯგუფები, რომლებიც კორონავირუსის ვაქცინით პირველი აიცრებიან
Sputnik საქართველო
საქართველო ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღდეგო ვაქცინას, სავარაუდოდ, გაზაფხულზე მიიღებს. 28.12.2020-ს, Sputnik საქართველო
2020-12-28T13:44+0400
2020-12-28T13:44+0400
2021-10-19T17:45+0400
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/1b/250461101_0:178:3072:1916_1920x0_80_0_0_82d51b3fb3ba5331a785389d1801806d.jpg
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2020
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/1b/250461101_0:82:3072:2012_1920x0_80_0_0_125c4474f95e9cd2c17b41915bdf7664.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო
გამყრელიძე: ცნობილია რისკ-ჯგუფები, რომლებიც კორონავირუსის ვაქცინით პირველი აიცრებიან
13:44 28.12.2020 (განახლებულია: 17:45 19.10.2021) საქართველო ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღდეგო ვაქცინას, სავარაუდოდ, გაზაფხულზე მიიღებს.
თბილისი, 28 დეკემბერი – Sputnik. უკვე იდენტიფიცირებულია ის რისკ-ჯგუფები, რომლებიც კორონავირუსის ვაქცინით პირველი აიცრებიან, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე.
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გეგმის მომზადებასა და მის შესყიდვაზე სპეციალურად შექმნილი უწყებათშორისი კომისია მუშაობს. კომისია ასევე უზრუნველყოფს კოვიდ-ვაქცინაციის დასაწყებად საჭირო ტექნიკურ სამუშაოებს.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, კომისია ვაქცინის დანერგვის გეგმაზე მუშაობას ხვალ დაასრულებს.
„პირველები აიცრებიან ჩემი კოლეგები, სამედიცინო პერსონალი და ასევე მოხუცთა სახლებში მყოფი ადამიანები. ამას მოჰყვება 75 წელს ზემოთ მყოფი მოსახლეობა, 65 წელს ზემოთ, 55 წელს ზემოთ სხვადასხვა თანმხლები დაავადებების მქონე მოსახლეობა და ასე შემდეგ. საქართველოს აქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომ სხვადასხვა ტიპის ვაქცინები მიიღოს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საქართველო კორონავირუსის საწინააღდეგო ვაქცინას, სავარაუდოდ, გაზაფხულზე მიიღებს. ვაქცინების გლობალურ ალიანსში საქართველომ კორონავირუსის ვაქცინის შესაძენად წინასწარი შენატანი უკვე გააკეთა.
როდის მიიღებს საქართველო ვაქცინას: სერგეენკოს განმარტება>>
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 538-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 222.143-ს მიაღწია.