06:29 21 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9977
  • 100 RUB4.4864
  • USD3.2982
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2862)
100 0 0

ვაქცინების გლობალურ ალიანსში საქართველომ კორონავირუსის ვაქცინის შესაძენად წინასწარი შენატანი უკვე გააკეთა.

თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. საქართველო კორონავირუსის საწინააღდეგო ვაქცინას, სავარაუდოდ, გაზაფხულზე მიიღებს, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით სერგეენკომ, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

სერგეენკოს განცხადებით, ვაქცინა, რომელიც ქვეყანაში შემოვა, უნდა იყოს აღიარებული და აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტებს. 

„კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას რაც შეიძლება ადრე მივიღებთ. ამ საკითხთან დაკავშირებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. იმედი გვაქვს, რომ ქვეყანაში ვაქცინა ადრეულ გაზაფხულზე შემოვა“, – განაცხადა სერგეენკომ.

როგორც საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ქვეყანა ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ის ვაქცინას მიიღებს. მისი თქმით, ამ ეტაპზე საქართველო აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს Pfizer-თან, Moderna-სთან და სხვა კომპანიებთან.

„საქართველო გაერთიანებულია „კოვაქს“–პლატფორმაზე, რომელსაც ხუთიდან შვიდ ვაქცინამდე ექნება, რომელიც ჯანმოს მიერ იქნება რეკომენდებული. საქართველოს ამ ხუთი თუ შვიდი ვაქცინიდან არჩევის უფლება ექნება. ძალიან ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს „ფაიზერთან“, „მოდერნასთან“ და სხვა კომპანიებთან, რათა საქართველომ, გარდა „კოვაქს“–პლატფორმისა, ასევე პირდაპირ, ბილატერალური მოლაპარაკებებით მიიღოს ვაქცინა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

COVAX–პლატფორმა, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაცია „ვაქცინების გლობალურმა ალიანსმა“ შექმნა, 170-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს. საქართველოს COVAX–პლატფორმის ფარგლებში ვაქცინის 700 ათასამდე დოზის მიღების იმედი აქვს.

ვაქცინის პარტიის ფასი, რომლის მიღებასაც საქართველო ელოდება, 17 მლნ დოლარია. აქედან COVAX-ში უკვე გადარიცხულია 4 მლნ დოლარი. პირველ ეტაპზე საქართველოს ვაქცინის იმ რაოდენობით შეძენის უფლება აქვს, რომელიც მოსახლეობის 20%-სთვის იქნება საკმარისი – ქვეყანაში პირველ ეტაპზე 1400 ათასი დოზა ვაქცინა შემოვა. 

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ გასულ კვირაში განაცხადა, ქვეყანამ ვაქცინის მიღებამდე მოსამზადებელი პერიოდი და შესაბამისი ეტაპები უნდა გაიაროს.

მოსალოდნელია, რომ პირველ რიგში ვაქცინაციას დაექვემდებარებიან რისკ–ჯგუფში შემავალი პირები – ხანდაზმულები და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, ასევე სამედიცინო პერსონალი.

საქართველოში ვაქცინაციის გეგმის მომზადებასა და მის შესყიდვაზე სპეციალურად შექმნილი უწყებათშორისი კომისია მუშაობს. კომისია ასევე უზრუნველყოფს კოვიდ-ვაქცინაციის დასაწყებად საჭირო ტექნიკურ სამუშაოებს.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2862)

მთავარი თემები