Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

რა წესები უნდა დაიცვათ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემთხვევაში

© photo: Sputnik / Vladimir Pesnya / გადასვლა მედიაბანკშივაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
თავდაპირველად ვაქცინაცია ჩაუტარდებათ რისკ-ჯგუფებში შემავალ ადამიანებს – ჯანდაცვის და განათლების სფეროს თანამშრომლებს, საქალაქო სოციალური სამსახურების პერსონალს.

თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. რუსეთის სანიტარიულ სამსახურში „როსპოტრებნადზორში“ განმარტეს, თუ რისი გაკეთება არ შეიძლება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემთხვევაში.

„კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ საჭიროა ორგანიზმს ავარიდოთ სტრესი, როგორიცაა ჰიპოთერმია და გადახურება, საკვებში არ უნდა გამოვიყენოთ ისეთი პროდუქტები, რომელმაც შეიძლება ალერგიული რეაქციების პროვოცირება მოახდინოს“, – განუცხადეს РИА Новости-ის უწყებაში. 

რუსული ვაქცინა Спутник V - Sputnik საქართველო
ვაქცინა „სპუტნიკ  V“ 100%-ით ეფექტურია COVID-19-ის მძიმე შემთხვევების დროს

ადრე „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელმა ანა პოპოვამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პერიოდში რეკომენდაციებზე ისაუბრა. მისი თქმით, ვაქცინაციამდე სამი დღით ადრე და შემდეგ არ არის რეკომენდებული ალკოჰოლური სასმელების, თამბაქოს გამოყენება.

დეკემბრის დასაწყისში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ვიცე-პრემიერ ტატიანა გოლიკოვას რუსეთის ფედერაციაში მასშტაბური ვაქცინაციის დაწყება სთხოვა.

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ მსოფლიოში პირველი ანტიკორონავირუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“ აგვისტოში დაარეგისტრირა, რომელიც გამალეის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ეროვნულ ცენტრში შეიქმნა. ვაქცინა შექმნილია ადამიანის ადენოვირუსული ვექტორების პლატფორმაზე, რომელიც კარგადაა შესწავლილი და შემოწმებული. რუსი სპეციალისტების თქმით, მისი უმნიშვნელოვანესი უპირატესობა — უსაფრთხოება, ეფექტურობა და ხანგრძლივი ნეგატიური შედეგების არარსებობაა.

„სპუტნიკ V“-ს ეფექტურობამ კორონავირუსული ინფექციების მძიმე შემთხვევების წინააღმდეგ 100% შეადგინა. დაავადების დადასტურებულ შემთხვევებს შორის პლაცებოს ჯგუფში დაფიქსირდა 20 მძიმე შემთხვევა, მაშინ, როცა ვაქცინით აცრის შემთხვევაში მძიმე შემთხვევები არ დაფიქსირებულა. ვაქცინის გაკეთება შეუძლიათ 18-დან 60 წლამდე ასაკის ქრონიკული დაავადების არმქონე პირებს.

ყველა ახალი ამბავი
0