18:53 22 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0064
  • 100 RUB4.4826
  • USD3.3010
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
487 0 0

დილის რვა საათიდან ტრანსპორტის მოძრაობა უღელტეხილზე აღდგება, გზის დანარჩენ მონაკვეთებზე შეზღუდვები არ მოქმედებს

თბილისი, 27 დეკემბერი ― Sputnik. ფარავანის უღელტეხილზე - შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის 94-110 კმ მონაკვეთზე, 11 საათის განმავლობაში აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

აკრძალვა 21:00 საათიდან 08:00 საათამდე მოქმედებს.

შეზღუდვა ძლიერი ქარისა და ნამქერების გამო დაწესდა.

დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში, ისევე როგორც გზის დანარჩენ მონაკვეთებზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მთავარი თემები