უამინდობის გამო ფარავნის უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

© photo: Sputnik / Stringerტრასა ზამთარში
ტრასა ზამთარში - Sputnik საქართველო
გამოწერა
დილის რვა საათიდან ტრანსპორტის მოძრაობა უღელტეხილზე აღდგება, გზის დანარჩენ მონაკვეთებზე შეზღუდვები არ მოქმედებს

თბილისი, 27 დეკემბერი ― Sputnik. ფარავანის უღელტეხილზე - შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის 94-110 კმ მონაკვეთზე, 11 საათის განმავლობაში აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

ტრანსპორტი პიკის საათებში - Sputnik საქართველო
ფრთხილად მძღოლებო: საქართველოში საავტომობილო სიჩქარის კონტროლის კიდევ 19 სექცია ამოქმედდა

აკრძალვა 21:00 საათიდან 08:00 საათამდე მოქმედებს.

შეზღუდვა ძლიერი ქარისა და ნამქერების გამო დაწესდა.

დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში, ისევე როგორც გზის დანარჩენ მონაკვეთებზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ყველა ახალი ამბავი
0