კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: საცხოვრებელ ბინაზე მკურნალობის კურსს პაციენტების 55% გადის

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწტაფო დახმარება
სასწტაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის გამოსავლენად ჩატარდა 8 394 კვლევა, საიდანაც 1 097 პირის ტესტი დადებითი აღმოჩნდა

თბილისი, 27 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 1 097 ახალი შემთხვევიდან თბილისში დადასტურდა 484 შემთხვევა, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ასე განაწილდა:

იმერეთი – 185, ქვემო ქართლი - 84, აჭარაში – 81, შიდა ქართლში – 63, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 61, კახეთში – 61, მცხეთა-მთიანეთში – 30, გურიაში – 26, სამცხე-ჯავახეთში – 17, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 5.
ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი - Sputnik საქართველო
ბოდბელ მთავარეპისკოპოს იაკობს კორონავირუსი დაუდგინდა

ბოლო 24 საათში ჩატარდა 8 394 კვლევა, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 3 993, PCR–ტესტით – 4 401. შესაბამისად, დადებითი შედეგი ტესტების 13%-მა აჩვენა.

მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 655, საიდანაც 5 677 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 613, აჭარაში – 541, იმერეთში – 1 108.

მძიმე მდგომარეობაშია 1 009 პირი (6%). მათ შორის, თბილისში – 505, აჭარაში – 106, იმერეთში – 214. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 441 პირი, მათგან თბილისში – 200, აჭარაში – 84, იმერეთში – 67.

კლინიკურ-სასტუმროებში 1 393 ადამიანი მოთავსებულია, მათ შორის 523 – თბილისში, 620 – აჭარაში, 100 – იმერეთში.

საცხოვრებელ ბინაზე მკურნალობის კურსს 8 585 პირი გადის (თითქმის 55%).

თვითიზოლაციაში იმყოფება 35 896 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 18 713 პირი, აჭარაში – 3 451, იმერეთში – 4 858.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 420 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 187, აჭარაში – 135, ხოლო იმერეთში – 13.

დედაქალაქის მერიამ ჯანდაცვაზე 20 მილიონი ლარი გამოყო - რას დაუფინანსებენ თბილისელებს >>

სულ 6 ოქტომბრიდან – 26 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 20 974 პირი.

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 221 605-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 203 547 (ბოლო 24 საათში – 3 208) ადამიანი, გარდაიცვალა – 2 377 (ბოლო 24 საათში – 25). 

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0