ბოდბელ მთავარეპისკოპოს იაკობს კორონავირუსი დაუდგინდა

© photo: Bishop of Bodbe Jakob / FBბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი
ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მღვდელმთავარი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

თბილისი, 26 დეკემბერი – Sputnik. ბოდბელ მთავარეპისკოპოსს, მიტროპოლიტ იაკობს კორონავირუსი დაუდასტურდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.

მღვდელმთავარი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული. როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ჯერჯერობით უცნობია.

ოთხი დღის წინ ამავე კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით რუის–ურბნისის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე იობი მოათავსეს. მისი მდგომარეობა ამ დროისათვის გაუმჯობესდა.

კლინიკა - Sputnik საქართველო
მეუფე იობის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.784-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 220 508-ს მიაღწია.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 119 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 200 339-მდე გაიზარდა. გასულ დღე-ღამეში გარდაიცვალა 39 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 2 352-ს მიაღწია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0