ვინ გახდა „წლის ადამიანი“? - Georgian Times-მა  კითხვა ჟურნალისტებს დაუსვა

© photo: Government of Georgia / FBგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველასთვის მძიმე წლის მოვლენების გაანალიზებისას ჟურნალისტებმა აირჩიეს ისეთი ნომინაციების ლიდერები, როგორებიცაა: წლის ადამიანი, პოლიტიკოსი, ექიმი, ანტიგმირი, ასევე წლის მთავარი პოლიტიკური მოვლენა და პრობლემა.

 

თბილისი, 25 დეკემბერი - Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე „წლის ადამიანად“ დასახელდა, წლის პოლიტიკოსი კი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გახდა. ასეთი შედეგებით დასრულდა ჟურნალისტების გამოკითხვა, რომელიც წელს პირველად ჩაატარა მედიაჰოლდინგმა Georgian Times-მა.

გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო წამყვანი მასობრივი–საინფორმაციო საშუალებების 30-მდე ცნობილმა ჟურნალისტმა. მათ 11 ნომინაციაში ყველაზე გამორჩეული და გავლენიანი ადამიანები შეარჩიეს. 

ილია მეორე - Sputnik საქართველო
პატრიარქი ბავშვების თხოვნებისა და ლოცვების წიგნად გამოცემას გეგმავს

 „2020 წელი, ისევე როგორც მთელი მსოფლიოსთვის, ჩვენი ქვეყნისთვისაც საკმაოდ მძიმე იყო. ეს უკავშირდება როგორც გლობალურ პანდემიას, ისე ლოკალურ პოლიტიკურ პროცესებს. შეიძლება ითქვას, რომ ჟურნალისტები ფრონტის წინა ხაზზე იმყოფებიან, ისევე როგორც პოლიციელები და მედიკოსები. ამიტომ გადავწყვიტეთ გამოგვეკითხა ჩვენი კოლეგები და საზოგადოებისთვის გაგვეცნო მათ მიერ შეფასებული მოვლენები“, - აღნიშნა Georgian Times-ის პრეზიდენტმა მალხაზ გულაშვილმა.

ხმათა უმეტესობით წლის ექიმად დასახელდა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი ლევან რატიანი, ხოლო 2020 წლის სპეციალობა გახდა მედიკოსის პროფესია.

2020 წლის პრობლემად დასახელდა კორონავირუსის პანდემია, ყველაზე ხმაურიან პოლიტიკურ მოვლენად - სკანდალი, დაკავშირებული დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სადავო მონაკვეთთან. ამ მოვლენას კონკურენციას უწევდა საპარლამენტო არჩევნები და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი.

მედია–გამოკითხვის თანახმად, წლის დიპლომატი გახდა აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, წლის ბიზნესმენად კი ჟურნალისტებმა აირჩიეს Wissol Group-ის ხელმძღვანელი სოსო ფხაკაძე.

გამოკითხვაში ფიგურირებდნენ ასევე წლის ანტიგმირები. ასეთად ჟურნალისტების უმეტესობამ პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ წევრი გუბაზ სანიკიძე დაასახელა. ამ ნომინაციაში მას ადგილი დაუთმეს ქვეყნის ექს–პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ.

რაც შეეხება კულტურასა და სპორტს, აღნიშნულ ნომინაციებში ლიდერები გახდნენ - ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ცეკვის სტუდიის, სუხიშვილების ნაციონალური ბალეტის ხელმძღვანელი ილიკო სუხიშვილი („წლის კულტურული მოღვაწე“) და კალათბურთელი თორნიკე შენგელია („საუკეთესო სპორტსმენი“).

ყველა ახალი ამბავი
0