12:31 16 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2862)
101 0 0

მთავარი მოთხოვნა, რომელსაც სავაჭრო ცენტრებს უყენებენ - მომხმარებელთა ნაკადის მკაცრი რეგულირებაა, მათ მიერ პირბადის ტარების წესის კონტროლი და სავაჭრო ფართის ყოველ 20 კვადრატულ მეტრზე ერთზე მეტი მომხმარებელი არ დაიშვება

თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. სავაჭრო ობიექტებმა, რომლებიც 24 დეკემბერს 07:00 საათიდან იხსნება, უნდა მკაცრად დაიცვან წესები, რომლებიც უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დაადგინა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ სანქციები იქნება გამოყენებული, განუცხადა ჟურნალისტებს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ.

სავაჭრო ობიექტების მფლობელები ახალი რეგულაციებით უკმაყოფილონი არიან >>

ობიექტების მიერ დადგენილი რეკომენდაციების დარღვევის შემთხვევაში მათ 10 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა ემუქრება.

ამასთან, შრომის ინსპექციას აქვს უფლება შეაჩეროს ნებისმიერი კომპანიის საქმიანობა, თუ დადგინდა, რომ ხელმძღვანელობა არ ასრულებს მოთხოვნებს და ამით თითოეულ მოქალაქეს ეპიდემიოლოგიურ საფრთხეს უქმნის, აცხადებს ფერაძე.

„განსაკუთრებული აქცენტი გამახვილებული იქნება დიდ სავაჭრო ცენტრებზე, სადაც ხდება ადამიანთა დიდი კონცენტრირება. თუ ნაკადურობა არ იქნება დაცული, დეზინფექცია არ იქნება ჩატარებული, პირბადის ტარებაზე კონტროლი არ დაწესდება, ჩვენ ვიქნებით იძულებულნი, რომ პირველ შემთხვევაში გამოვიყენოთ ჯარიმა, რომელიც არის 10 000 ლარის ოდენობით, ხოლო თუ კრიტიკული იქნება დარღვევა და ვხედავთ, რომ მასობრივად ხდება ესა თუ ის დარღვევა, ამ შემთხვევაში ინდივიდუალურად შეგვიძლია, ჩვენ მივიღოთ ჯარიმასთან ერთად შეჩერების გადაწყვეტილება,“ – აცხადებს ბექა ფერაძე.

თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში, 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე ყველა რეგულაციისა და წესის დაცვის შემთხვევაში სავაჭრო ობიექტები გაიხსნება.

მათთვის საკოორდინაციო საბჭომ დამატებითი შეზღუდვები დააწესა. მაღაზიები იმუშავებს 07:00 საათიდან 19:00 საათამდე, კლიენტების ნაკადი უნდა მკაცრად გაკონტროლდეს, ხოლო მაღაზიის ფართის ყოველ 20 მ2 დაიშვება არაუმეტეს ერთი მომხმარებელი. გარდა ამისა, სავაჭრო ცენტრების ტერიტორიაზე არ იმუშავებს გასახდელები და კვების ობიექტები.

 

თემები:
COVID-19 საქართველოში (2862)

მთავარი თემები