18:32 19 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9801
  • 100 RUB4.4446
  • USD3.2994
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2862)
81 0 0

გავრცელებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიტროპოლიტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, იგი მკურნალობის კურსს თბილისის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში გადის.

თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. რუის–ურბნისის ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე იობის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, ნათქვამია ეპარქიის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

მეუფე იობს კორონავირუსი 19 დეკემბერს დაუდასტურდა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერსებიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ მეუფე იობი თავს კარგად გრძნობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და აგრძელებს მკურნალობის კურსს. ყველას დიდი მადლობა მეუფესადმი გამოჩენილი ყურადღებისთვის", – ნათქვამია განცხადებაში. 

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.345-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 214.871-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

თემები:
COVID-19 საქართველოში (2862)

მთავარი თემები