თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.345-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 214.871-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 191.968 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 3.560), გარდაიცვალა – 2.233 (ბოლო 24 საათში – 51), კარანტინის რეჟიმშია 455, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.270 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1.600 ადამიანი იმყოფება.
ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.