თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 2.345 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1.017 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა, განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთის რეგიონი, შემდეგ კი შიდა ქართლია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 429, შიდა ქართლი – 192, კახეთი – 158, ქვემო ქართლი – 157, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 146, აჭარა – 139, მცხეთა-მთიანეთი – 43, სამცხე-ჯავახეთი – 34, გურია – 16, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 14.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3.560 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 191.968-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 51 ადამიანი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 2.233-ს მიაღწია.
ამჟამინდელი მონაცემებით, საქართველოში 20.644 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 6.270 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2.781, აჭარაში – 655, იმერეთში – 1.287.
1.082 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 414 პირი, მათგან თბილისში – 208, აჭარაში – 41, იმერეთში – 86. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 1.600 ადამიანი, მათ შორის 591 – თბილისში, 721 – აჭარაში, 115 – იმერეთში. 12.774 პირი მკურნალობს ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 455 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 202, აჭარაში – 131, ხოლო იმერეთში – 6. თვითიზოლაციაში იმყოფება 39.672 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 19.113 პირი, აჭარაში – 4.634, იმერეთში – 5.363.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.064-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 214.871-ს მიაღწია.
ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.