ზემო ლარსი დღეს: გუდაური–კობის მონაკვეთზე შეზღუდვები დაწესდა

© photo: Sputnik / Albina Olisaevaთოვლი გზებზე
თოვლი გზებზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეზღუდვა ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო დაწესდა. მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.

თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები დაწესდა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

მოღრუბლულობა - Sputnik საქართველო
წვიმა, თოვლი და  ქარბუქი: საქართველოში ამინდი გაუარესდება

დანარჩენი სახის ტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით. გუდაური–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტი გაუჩერებლად გავლის რეჟიმში იმოძრავებს.

უწყების ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე, რომელიც რუსეთის ფედერაციის საზღვრისკენ მიემართება, თოვისა და ლიპყინულის გარდა ზვავსაშიშროების საფრთხის დონეც მაღალია.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს. ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ – ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია საქართველო–რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.

ყველა ახალი ამბავი
0