თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს მთელს ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში ამინდი გაუარესდება. დასავლეთ საქართველოში წვიმა, ზღვაზე ღელვა, ხოლო მაღალმთაში თოვლია ნავარაუდევი, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
„16-17 დეკემბერს საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.