10:42 24 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0228
  • 100 RUB4.4121
  • USD3.3044
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2862)
87410

28 ნოემბრიდან დაწესებულმა შეზღუდვებმა ეპიდვითარების დასტაბილურებაზე პირდაპირი გავლენა იქონია, მაგრამ ინფიცირების დონე მაინც მაღალი რჩება.

თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე პერიოდში შეზღუდვები სრული მოცულობით არ შემსუბუქდება.

საკოორდინაციო საბჭომ აღნიშნული გადაწყვეტილება ექსპერტებთან, ეპიდემიოლოგიებთან, ასევე ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო მიიღო.

კერძოდ, 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე პერიოდში მოქმედი შეზღუდვები შემდეგია:

1. ძალაში რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში;

2. ძალაში რჩება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით. კერძო ავტომანქანებით გადაადგილება კვლავ ნებადართულია;

3. ბაზრობები არ გაიხსნება. მუშაობას ისევ გააგრძელებენ აგრარული ბაზრები, წესების სრული დაცვის პირობით;

21:00 საათიდან 05:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა კვლავ ძალაში რჩება>>>

4. 24 დეკემბრიდთე 2 იანვრის ჩათვლით დიდ ქალაქებში, კოვიდ-უსაფრთხოების ყველა წესის დაცვის შემთხვევაში, მუშაობას განაახლებენ სავაჭრო ობიექტები. ასევე მაღაზიებისთვის და სავაჭრო ცენტრებისთვის გათვალისწინებულია დამატებითი რეგულაციები. კერძოდ, მაღაზიების სამუშაო საათები განისაზღვრება 07:00დან 19:00 საათამდე; მომხმარებლები სავაჭრო სივრცეში დაიშვებიან  ნაკადების მკაცრი მართვით; ტანსაცმლის მაღაზიებში არ იმუშავებს გასახდელები; მაღაზიებმა უნდა დაუშვან პროდუქციის დაბრუნება ან გადაცვლა ერთი თვის განმავლობაში და ეს უნდა მოხდეს მხოლოდ 1 თებერვლის შემდეგ; სავაჭრო ცენტრებში იკრძალება კვების ობიექტების ფუნქციონირება, მათ შორის, გატანის სერვისით სარგებლობა. 

5. დღევანდელი მდგომარეობით, სათხილამურო კურორტების გარდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაშვებული იყო სასტუმროების და მათთან არსებული რესტორნების ფუნქციონირება მხოლოდ სასტუმროების სტუმრების მომსახურებისთვის. კვლავ აკრძალულია კულტურული და სხვა სახის გასართობი ღონისძიებების, მათ შორის საახალწლო საღამოების მოწყობა. ახალი რეგულაციებით, სასტუმროების რესტორნები იმუშავებენ მხოლოდ 21:00 საათამდე, ხოლო 21:00 საათიდან დაშვებული იქნება მხოლოდ ნომერში მომსახურების სერვისი. რესტორნები და კვების ობიექტები ქვეყნის მასშტაბით აგრძელებენ მუშაობას მხოლოდ გატანის სერვისზე.

6. ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა მთელი ქვეყნიოს მასშტაბით 21:00 საათიდან 05:00 საათამდე როგორც ქვეითად, ისე ავტომობილით; გამონაკლისი იქნება 31 დეკემბრის და 6 იანვრის ღამე.

არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები მოქმედებს, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით იქნება ძალაში. 

საქართველო კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღას ებრძვის. ინფიცირების საერთო მაჩვენებელმა უკვე 212 ათასს გადააჭარბა. თუმცა, ბოლო დღეებში ეპიდვითარების სტაბილიზაციის ნიშნები ფიქსირდება. ამის მიუხედავად, ჰოსპიტალური სექტორის წარმომადგენლები ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების გამო ნოემბრის ბოლოს დაწესებული შეზღუდვების საახალწლო პერიოდში შენარჩუნებას ან მინიმალურ შემსუბუქებას უჭერენ მხარს.  

თემები:
COVID-19 საქართველოში (2862)

მთავარი თემები