აფხაზეთიდან დევნილებს COVID-19-ზე ტესტი და სეზონური გრიპის ვაქცინაცია ჩაუტარდათ

© photo: Sputnik / Igor Zarembo / გადასვლა მედიაბანკშიაცრა
აცრა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეპიდემიოლოგები მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდებენ, განსაკუთრებით ახლა, როდესაც კორონავირუსის თვალსაზრისით ქვეყანაში რთული ეპიდემიური ვითარებაა და ამას უკვე სეზონური გრიპებიც დაერთო.

თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. თბილისის კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს COVID-19-ზე ტესტირება და სეზონური გრიპის ვაქცინაცია ჩაუტარდათ, იუწყება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთვარობის ვებ-გვერდი.

უწყების ცნობით, მოსახლეობის ნებაყოფლობითი, ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტირება და სეზონური გრიპის ვაქცინაცია თბილისის ზღვის და ბაგების სტუდქალაქის დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

სამედიცინო აქციაში საოჯახო მედიცინის ცენტრი „აფხაზეთის“ და დევნილთა საოჯახო მედიცინის ცენტრის ექიმები მონაწილეობდნენ. 

  ვაქცინაცია - Sputnik საქართველო
გამყრელიძე: სავარაუდოდ, წელს გრიპის აქტიური სეზონი არ გველოდება

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა აფხაზეთიდან დევნილებს COVID-19-ის მართვის შესახებ რეკომენდაციები გააცნეს და პროგრამის ფარგლებში დევნილ მოსახლეობას საჭირო მედიკამენტები, პირბადეები და ინდივიდუალური დაცვის სხვა საშუალებები გადასცეს.

საქართველოში მიზნობრივი წერტილოვანი შეზღუდვების ორთვიანი კონკრეტული გეგმის ფარგლებში უკვე დაიწყო ინტენსიური ტესტირება, რომელიც სახელმწიფოს მიერ დღეში 20 000 ტესტის ჩატარებას გულისხმობს. განსაკუთრებით ფართოვდება ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტების გამოყენება, რომლის პასუხის მიღებაც შესაძლებელი იქნება ტესტის ჩატარებიდან 20 წუთის განმავლობაში. 

გრიპის ვირუსი, როგორც წესი, ნოემბერში ფიქსირდება და პიკს დეკემბერი–იანვარში აღწევს. ქვეყანაში ყველაზე ხშირად B ტიპის ვირუსი ფიქსირდება, რომელიც ხასიათდება კლინიკურად შედარებით მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მიმდინარეობით. ასევე ხვდება A ტიპის – H3 და H1 ვირუსები და რინოვირუსები.

სპეციალისტების აზრით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არის გრიპის პრევენციის და მისგან გამოწვეული მძიმე შედეგების ყველაზე ეფექტური სპეციფიკური საშუალება. სამეცნიერო კვლევებით დადგენილია, რომ ვაქცინაციას შეუძლია გრიპით დაავადების რისკი შეამციროს 60%-ით მთელ მოსახლეობაში გრიპის სეზონის განმავლობაში.

ყველა ახალი ამბავი
0