01:37 18 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2862)
848 0 0

ამირან გამყრელიძის განმარტებით, დღეს გამოვლენილი ახალი შემთხვევების შედარებით მცირე რაოდენობა ტესტირების შემცირების შედეგია, რადგან შაბათ-კვირას კლინიკებისადმი მიმართვიანობა დაბალია.

თბილისი, 20 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების მხრივ სტაბილიზაცია შეინიშნება, სიტუაციის შესანარჩუნებლად შეზღუდვები უნდა კვლავ მკაცრი დარჩეს, აღნიშნა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს. მას შემდეგ რაც ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა 4 000 გადააჭარბა, მთავრობამ ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვების შემოღების გადაწყვეტილება მიიღო. შეზღუდვები 28 ნოემბრიდან 31 იანვრამდეა ძალაში. თუმცა 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე გარკვეული შეზღუდვები დროებით მოიხსნება.

დღეს გაიმართა უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო, სადაც ეპიდემიოლოგებმა საბჭოს წევრებს თავიანთი შეხედულება გააცნეს. გამყრელიძეს თმით, ისინი მკაცრი შეზღუდვების მომხრეები არიან.

„ჩვენ უფრო რადიკალური პოზიციის მომხრე ვართ. რამე მნიშვნელოვანი შემსუბუქების რეკომენდაციას არ ვიძლევით, რადგან გამოჩნდა ე.წ. სტაბილიზაციის ტენდენცია ქვეყანაში და არ უნდა გადავყაროთ ეს ყველაფერი წყალში. საქართველოსთვის 2000-3000 შემთხვევა ყოველდღიურად, ძალიან ბევრია, ეს იწვევს ჯანდაცვის სექტორზე ძალიან დიდ ზეწოლას. სამედიცინო პერსონალი ძალიან გადაღლილია. მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს ყოველდღიურად 30-დან 40-მდე სიკვდილიანობა, გვქონდა 50 სიკვდილის შემთხვევაც. მძიმე ავადმყოფთა რაოდენობა ამ ეტაპზე არის 1 104 და აქედან 417 გახლავთ ხელოვნურ სუნთქვაზე“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, დღეს გამოვლენილი ახალი შემთხვევების შედარებით მცირე რაოდენობა ტესტირების შემცირების შედეგია, რადგან შაბათ-კვირას კლინიკებისადმი მიმართვიანობა დაბალია. 

აღსანიშნავია რომ, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 812 კვლევა ტესტით, მათ შორის 4 869 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 4 943 PCR ტესტით. შესაბამისად, დადებითი შედეგი ტესტების თითქმის 18%-მა აჩვენა.

მისი თქმით, საახალწლოდ შეზღუდვების შერბილების შემთხვევაში განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო.

„თუ ახლა საკოორდინაციო საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას გარკვეულ შემსუბუქებაზე, მაშინ ძალიან მკაცრად უნდა იქნას დაცული ყველა რეკომენდაცია, ჩვენი თავები უნდა ვაკონტროლოთ. მოკრძალებულები უნდა ვიყოთ უკიდურესად, უნდა შევზღუდოთ ერთმანეთთან სიარული, ადამიანების რაოდენობა, ვინც ერთად იქნება, უნდა შეიზღუდოს. დიდი თავშეყრის ადგილები თუ გაიხსნება, უნდა დავიცვათ ყველა რეკომენდაცია“, - აცხადებს გამყრელიძე.
კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: ჩატარებული ტესტების 18% დადებითი აღმოჩნდა >>

საქართველოში ეპიდვითარების გაუარესების გამო ყველაზე მკაცრი შეზღუდვები შვიდ დიდ ქალაქში მოქმედებს – არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი, დაიკეტა სავაჭრო ცენტრები, ბაზრობები (გარდა აგრარული ბაზრებისა), ფიტნეს–დარბაზები და აუზები და ა.შ. გარდა ამისა, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 21:00 საათიდან 05:00 საათამდე იკრძალება ქუჩაში როგორც ქვეითების, ისე ტრანსპორტის გადაადგილება.

26 თებერვლიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა უკვე 208 638-ს შეადგენს. 19 დეკემბერს 2 904 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 18 დეკემბერს - 2 635.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2862)

მთავარი თემები