კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: ჩატარებული ტესტების 18% დადებითი აღმოჩნდა

© Sputnik / STRINGER სასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ ეტაპზე  კორონავირუსით 26 077 ადამიანია ინფიცირებული, მათგან 6 654  პაციენტი საავადმყოფოში მკურნალობს, 17 510 ადამიანი კი მკურნალობის კურსს ბინაზე გადის, რაც აქტიური შემთხვევების 67%-ს შეადგენს

თბილისი, 20 დეკემბერი – Sputnik. ბოლო 24 საათში  საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 1 731 ახალი  შემთხვევების უმეტესობა დედაქალაქზე მოდის, იუწყება მთავრობის პრესსამსახური.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 812 კვლევა ტესტით, მათ შორის 4 869 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 4 943 PCR ტესტით. შესაბამისად, დადებითი შედეგი ტესტების თითქმის 18%-მა აჩვენა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 731 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა:

თბილისი - 774, იმერეთი – 255, აჭარა – 142, ქვემო ქართლი – 140, შიდა ქართლი – 133, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 122, კახეთი – 80, მცხეთა-მთიანეთი – 33, გურია – 25, სამცხე-ჯავახეთი – 23, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – ოთხი.
კორონავირუსის პანდემია. ლონდონი - Sputnik საქართველო
საქართველოს მოქალაქეებს ლონდონში მკაცრი შეზღუდვების შესახებ აფრთხილებენ

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 26 077.

აქედან საავადმყოფოში 6 654 ადამიანი მკურნალობს (25,5%), მათ შორის თბილისის საავადმყოფოებში – 2 901, აჭარაში – 747, იმერეთში – 1 356.

მძიმე პაციენტია 1 104 პირი (4,2%), მათ შორის, თბილისში – 511, აჭარაში – 138, იმერეთში – 254. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 417 პირი, მათგან თბილისში – 217, აჭარაში – 35, იმერეთში – 63.

კლინიკურ სასტუმროებში მოთავსებულია 1 913 ადამიანი, მათ შორის 695 – თბილისში, 868 – აჭარაში, 126 – იმერეთში.

საცხოვრებელ ბინაზე მკურნალობის კურსს 17 510 პირი გადის (67%).

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 599 პაციენტი,  ხოლო გარდაიცვალა 39 ადამიანი.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 481 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 213, აჭარაში – 147, ხოლო იმერეთში – შვიდი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 44 773 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 19 775 პირი, აჭარაში – 5 993, იმერეთში – 6 330,- აღნიშნულია მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

სულ 6 ოქტომბრიდან – 19 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 20 687 პირი.

26 თებერვლიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა უკვე 208 638-ს შეადგენს. აქედან  გამოჯანმრთელებულია 180 441 ადამიანი, ხოლო სულ გარდაიცვალა 2 094.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0