ცქიტიშვილი: ბაკურიანსა და გუდაურში წყალმომარაგების პრობლემა მოგვარდა

© photo: Sputnik / Roman Denisov / გადასვლა მედიაბანკშიბაკურიანი
ბაკურიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გასულ სეზონზე, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის არიდების მიზნით, საქართველოს მთავრობამ მარტში ზამთრის სათხილამურო კურორტებზე სეზონის ვადაზე ადრე დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. ბაკურიანსა და გუდაურში წყალმომარაგების პრობლემა აღმოფხვრილია, განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მაია ცქიტიშვილმა.

მიმდინარე წლის დასაწყისში ზამთრის ორ კურორტზე – გუდაურსა და ბაკურიანში წყალმომარაგების პრობლემა წარმოიშვა. კურორტებზე აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად რამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიური სამუშაოები ტარდებოდა. როგორც მაშინ განმარტეს, გუდაურსა და ბაკურიანში წყლის პრობლემა თოვლის არარსებობით იყო გამოწვეული, რადგან დაიცალა რეზერვუარები, რომლებიც თოვლით ივსება. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, აღნიშნულმა კურორტებმა დიდი ზარალი ნახეს. 

გუდაური - Sputnik საქართველო
საქართველოს ზამთრის კურორტები შესაძლოა თებერვლიდან გაიხსნას

ცქიტიშვილის განცხადებით, თუ მიმდინარე სეზონზე კორონავირუსის პანდემია სამთხო-სათხილამურო კურორტების გახსნის საშუალებას ხელს არ შეუშლის, დამსვენებლებს წინა წლისგან განსხვავებით წყალმომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემები აღარ შეექმნებათ.

„არ შემიძლია არ აღვნიშნო მთის კურორტების წყალმომარაგების პროექტები. ბაკურიანსა და გუდაურში, იცით, რომ განსაკუთრებული პრობლემები იყო წყალთან მიმართებით. ბაკურიანსა და გუდაურში გაძლიერდა და განახლდა წყალმომარაგების სისტემები, გუდაურში კი დასრულდა ხელოვნური გათოვლიანების ტბის მოწყობა და წყლით შევსება“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით 28 ნოემბრიდან საქართველოს ზამთრის კურორტებს მუშაობა აეკრძალათ, სასტუმროებს კლიენტების მიღება არ შეუძლიათ, ხოლო საბაგიროები, სათხილამურო ტრასები, რესტორნები და კაფეები დაიკეტა. სასტუმროები მხოლოდ საკარანტინო სივრცეებად შეიძლება გამოიყენონ.

როგორც ადრე ტურიზმის ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა მაია ქვრივიშვილმა განაცხადა, თუ ქვეყანაში კეთილსაიმედო ეპიდვითარება იქნება, საქართველოს ზამთრის კურორტები დამსვენებლების მიღებას 1 თებერვლიდან შეძლებენ.

საქართველოში ზამთრის კურორტები ოთხ რეგიონშია: გუდაური (მცხეთა-მთიანეთი), თეთნულდი და ჰაწვალი (სვანეთი), ბაკურიანი და კოხტა მიტარბი (სამცხე-ჯავახეთი), გოდერძი (აჭარა). ამ კურორტებზე ტურისტული სეზონი, როგორც წესი, დეკემბრის დასაწყისში იხსნება და მარტის ბოლომდე გრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0