18:38 19 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9801
  • 100 RUB4.4446
  • USD3.2994
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2862)
2982 0 0

ეპიდემიოლოგები 24 დეკემბრიდან შეზღუდვების სრულ გაუქმებას ეწინააღმდეგებიან და აღნიშნავენ, რომ მობილობის გაზრდა ქვეყანაში შექმნილ ეპიდვითარებას კიდევ უფრო დაამძიმებს.

თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. ეპიდვითარების კუთხით ქვეყანაში დღეს შექმნილი მდგომარეობა მთავრობას მხოლოდ ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე.

მისი თქმით, სიტუაციის მცირე დოზით დასტაბილურებიდან გამომდინარე, შესაძლოა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები მაქსიმალურად გაფართოვდეს. 

 

რაც შეეხება 24 დეკემბრისთვის შეზღუდვების მოხსნას, მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის განმარტებით, ხელისუფლება ბიზნეს-სექტორთან შეხვედრის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, კონკრეტულად რა სახის შეზღუდვები მოიხსნება.  

„მნიშვნელოვანი იქნება ეკონომიკური გუნდის შეხვედრა ბიზნესის წარმომადგენლებთან, რომელიც ამ დღეებში გაიმართება. ბიზნესთან კომუნიკაციის შემდეგ ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რა მასშტაბის იქნება შეზღუდვები“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ეპიდემიოლოგები ხელისუფლებას წინასაახალწლო პერიოდში შეზღუდვების შემსუბუქების საკითხზე ბალანსირებული გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებენ. მათი განმარტებით, თუ ქვეყანაში ყველა დაწესებულება და ობიექტი ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე გაიხსნება, მაშინ ახალი წლის დღეებში ვირუსის გავრცელების კიდევ უფრო დიდი მაჩვენებელი დაფიქსირდება. 

ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობამ დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. შეზღუდვები 28 ნოემბრიდან ამოქმედდა. ამასთან, ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე მთელ საქართველოში გაიხსნება სავაჭრო ცენტრები, აღდგება საქალაქთაშორისო და მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა და შობა–ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით დროებით გაუქმდება სხვა შეზღუდვებიც. 

თემები:
COVID-19 საქართველოში (2862)

მთავარი თემები