02:02 18 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს მთავრობა (100)
11410

ანტიკრიზისული დახმარების პირველი პაკეტის ფარგლებში სახელმწიფო უკვე დაახლოებით 125 ათას მოქალაქეს დაეხმარა.

თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. სახელმწიფოსგან 300 ლარის ოდენობით კომპენსაცია უკვე 54 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე. 

სახელმწიფოს გადაწყვეტილებით, დაწესებული კოვიდ-შეზღუდვების გამო 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე პერიოდში უმუშევრად დარჩენილ პირებს 300-ლარიანი ერთჯერადი კომპენსაციის მიღება შეუძლიათ შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე მოცემული ანკეტის შევსების შემდეგ.

„დღევანდელი მონაცემებით, უკვე მიღებულია 65 ათასზე მეტი განაცხადი, რომელთაგან 54 ათასი განაცხადი უკვე დაკმაყოფილებულია. რა თქმა უნდა, ახალ წლამდე ყველა განაცხადს, რომელიც მიღებული იქნება ჩვენი მოქალაქეების მხრიდან, დავაკმაყოფილებთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ერთჯერადი დახმარების მიღების უფლება აქვთ კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულ კერძო მეწარმეებს, რომლებიც მცირე ბიზნესის სტატუსს ფლობენ; ფიზიკურ პირებს, რომლებიც ფიქსირებულ დასაბეგრ საქმიანობას ეწევიან; მიკრობიზნესის სტატუსის მქონე მეწარმეებს; ინდივიდუალურ მეწარმეებსა და თვითდასაქმებულებს. ჩამოთვლილი პირებისთვის კომპენსაციის მისაღებად შემოსავლის წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა საჭირო არ არის.

კომპენსაციის მისაღებად ელექტრონული განაცხადების მიღება ვებ-გვერდზე eservices.rs.ge 3 დეკემბერს დაიწყო და 24 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

შემოსავლების სამსახური ამოწმებს, აკმაყოფილებს თუ არა პირი მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული კომპენსაციის გაცემის პირობას და სამი დღის ვადაში შესაბამის ინფორმაციას დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს უგზავნის, რომელიც კონკრეტულ პირებს, თავის მხრივ, სამი დღის ვადაში თანხას ჩაურიცხავს.

თემები:
საქართველოს მთავრობა (100)

მთავარი თემები