საქართველოს საპენსიო სააგენტოს ახალი დირექტორი ჰყავს

© photo: Pension Agency / FBსაპენსიო ფონდის დირექტორი გიორგი დანელია
საპენსიო ფონდის დირექტორი გიორგი დანელია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპენსიო სააგენტოს დირექტორის პოსტი მიმდინარე წლის იანვარში გახდა ვაკანტური, მას შემდეგ, რაც ლევან სურგულაძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს საპენსიო სააგენტოს ხუთი წლის განმავლობაში გიორგი დანელია უხელმძღვანელებს, ნათქვამია სააგენტოს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

პენსიონერები - Sputnik საქართველო
მომავალი წლის 1 იანვრიდან პენსიები იზრდება

საპენსიო სააგენტოს დირექტორის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მიმდინარე წლის 16 იანვარს ლევან სურგულაძემ თანამდებობა დატოვა.

დირექტორის თანამდებობაზე შესარჩევი კონკურსი 10 აგვისტოს გამოცხადდა. დანელიას კანდიდატურა კონკურსის 88 მონაწილეს შორის შეირჩა.

„მე დღეს შემოვუერთდი საპენსიო სააგენტოს გუნდს და ჩვენი ამოცანაა სააგენტოს ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფა. საპენსიო სქემა, მოგეხსენებათ, არის გრძელვადიანი დივიდენდი საქართველოს მოქალაქეებისთვის და მან მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში“, – განაცხადა გიორგი დანელიამ.

გიორგი დანელიას ეკონომიკის დოქტორის ხარისხი აქვს მინიჭებული. ეკონომიკისა და ფინანსების მიმართულებით მაგისტრის წოდება მიიღო მაგდებურგის უნივერსიტეტში. საფინანსო სექტორში საინვესტიციო პროექტების მართვის რვაწლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს. წლების მანძილზე სახელმწიფო საპარტნიორო ფონდში მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე: იყო საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორი და აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე საინვესტიციო მიმართულებით. 

მამაკაცები ნარდს თამაშობენ - Sputnik საქართველო
მილიონ მოქალაქეზე მეტი – სიახლეები საპენსიო ფონდიდან

დაგროვებითი პენსიის სისტემა საქართველოში 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს – სახელმწიფო. 24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს გადარიცხავს. 60 ათასის ზემოთ წლიური შემოსავლის შემთხვევაში სახელმწიფო ამ სქემაში არ მონაწილეობს.

ბოლო მონაცემებით, საპენსიო სქემაში ერთ მილიონზე მეტი ადამიანია ჩართული. დაგროვებითი პენსიის მოცულობამ 1,08 მლრდ ლარს გადააჭარბა, თანხა გაიცა 560 ადამიანზე. საპენსიო დანაზოგებს უკვე დაერიცხა 102 მლნ ლარამდე სარგებელი.

ყველა ახალი ამბავი
0