„რთული იქნება“ – ჯანდაცვის უწყებაში კლინიკების დატვირთვაზე საუბრობენ

© AP Photo / Jens Buettnerკლინიკა
კლინიკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დრომდე ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა გართულებულ ეპიდვითარებას მაქსიმალურად უმკლავდებოდა, აღნიშნავენ უწყებაში.

თბილისი, 16 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ჰოსპიტალური სექტორი ბოლო ორი თვის განმავლობაში მაქსიმალური დატვირთვით მუშაობს და იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის იანვარში ეპიდვითარება კიდევ უფრო გართულდება, სისტემას გაუჭირდება გამკლავება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ. 

საავადმყოფო - Sputnik საქართველო
კორონავირუსით თელავის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმი გარდაიცვალა

მისი თქმით, შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას სიფრთხილეა საჭირო. სპეციალისტები ქვეყანაში შექმნილ ეპიდვითარებას დააკვირდებიან და გადაწყვეტილება აქედან გამომდინარე იქნება მიღებული, დასძინა გაბუნიამ.

ეპიდვითარების მცირე სტაბილიზაცია საწოლფონდზეც აისახა. 16 დეკემბრის დილის მონაცემებით, საქართველოს ჰოსპიტალურ სექტორში ინფიცირებული პაციენტებისთვის 700 თავისუფალი ადგილია.

საქართველოში მოსახლეობის ინტენსიური ტესტირების პროცესი გრძელდება. ბოლო დღე-ღამეში 17 ათასზე მეტი ტესტი ჩატარდა და ინფიცირების 3.487 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში კორონავირუსის 198 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, 167 ათასზე მეტი გამოჯანმრთელდა, 1.922 გარდაიცვალა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0